2010-02-19
თსუ-ს კულტურისა და სპორტის ცენტრმა 2010 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა 2010 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. პრეზენტაცია თსუ-ს მეორე კორპუსში 16 თებერვალს გაიმართა. ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ხარჯავანიძემ აუდიტორიას კულტურისა და სპორტის 23 სახეობის ჩამონათვალი გააცნო, რომლის ჩამოყალიბება და განვითარება 2010 წლიდან ცენტრის მთავარი პრიორიტეტი იქნება. ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი და ბადმინტონი, ხელბურთი და ფრენბურთი, კალათბურთი, მკლავჭიდი და ძალოსნობა, ალპინიზმი და ჯომარდობა, ავტორბოლა, მშვილდოსნობა, ფეინთბოლი, რაგბი, ინტელექტუალური თამაში `რა, სად, როდის?”, ჭადრაკი, ქორეოგრაფიული ანსამბლი, ხალხურ საკრავთა ანსამბლი (გოგონები), ვაჟთა ვოკალური ანსამბლი, ფანკლუბი, ქორეოგრაფიული ანსამბლი, მუსიკალური ჯგუფი და ბენდი, თეატრალური დასი `სხვენი~, კაპელა, თანამედროვე ცეკვები, ლიტერატურული სალონი, სამხატვრო, ხელნაკეთი ნივთებისა და გობელენის სახელოსნო, ფოტოხელოვნება და KBH (მან-სან-კან) – ეს იმ მიმართულებების ჩამონათვალია, რომლებზეც სტუდენტების მიღება ფინანსური სახსრების მოზიდვისთანავე დაიწყება. ამ მხრივ თსუ - ს კულტურისა და სპორტის ცენტრს სპეციალური გეგმა აქვს შემუშავებული. საჭირო თანხების მოპოვებას ცენტრი სხვადასხვა კომპანიებსგან შეეცდება, რომლებიც სანაცვლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსების შესასვლელებში განთავსებულ სტენდებზე სარეკლამო ადგილს მიიღებენ. მოლაპარაკებები ხელშეკრულების გაფორმებაზე უახლოეს მომავალში დაიწყება, ასევე, შეირჩევა ის კომპანიებიც, რომლებთანაც თსუ-ს კულტურისა და სპორტის ცენტრი ითანამშრომლებს.
ცენტრის ახალი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომან ხარბედიაც დაესწრო. მან კულტურისა და სპორტის ცენტრის გეგმები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სასურველია ჩამოთვლილ სპორტის სახეობებში რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოიყოს, რომელთა განვითრებაშიც ადმინისტრაცია ცენტრს აქტიურად დაეხმარება.
თსუ-ს ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის ირინა დარჩიას ინფორმაციით, უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანა იგეგმება. მისი თქმით, ამ სიახლის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, უნივერსიტეტების ხელმძღვანელობებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, უმაღლესი სასწავლებლის აკრედიტაციისთვის აუცილებელ მოთხოვნებს სპორტის განვითარებაც დაემატება და მნიშვნელოვანია, რომ ყველა უმაღლესი სასწავლებელი ამ სიახლეს მომზადებული შეხვდეს.
აღნიშნული ღონისძიებების და რეფორმების განხორციელება უნივერსიტეტისათვის არის ღირებული და ინოვაციური. იმდენად, რამდენადაც აქამდე მსგავსი სახის მასშტაბური რეფორმა დღემდე არ განხორციელებულა. ამ მიმართულებით სექციების ჩამოყალიბება იქნება თანამედროვე სპორტული სისტემითა და კულტურული ხედვით. სწორი მართვა, პოპულარიზაცია, განვითარება – ამ გეგმის მიხედვით ჩვენ გვექნება საუნივერსიტეტო სამყარში წამყვანი როლი სპორტის და კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ასევე გათვალისწინებული იქნება სექციებში გაწევრიანებული სტუდენტების ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი.
თსუ-ს კულტურისა და სპორტის ცენტრი სტუდენტების მიღებას სპორტული დარბაზების გარემონტების შემდეგ გამოაცხადებს.

« იხ. ყველა სიახლე