2013-11-26

თსუ-ს და უსინათლოთა კავშირის საერთო ღონისძიება

თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით და საქართველოს უსინათლოთა კავშირის თანაორგანიზებით ტარდება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ:
"თსუ გორდელა"
ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „უნივერსიტეტი“  
ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ნანა“
ვაჟთა ფოლკლორული ანსამბი „კრწანისი“
ვოკალის ჯგუფი რ. მიქაბერიძის ხელმძღვანელობით ნატალია ვეფხვაძე
პოეტები: ცირა ვეფხვაძე, ამირან ღოღაძე, რევაზ ტატალაშვილი.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა უსინათლოთა ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა.
26 ნოემბერი, 18 საათი
თსუ-ს I კორპუსის სააქტო დარბაზი

დასწრება თავისუფალია!


Print

« იხ. ყველა სიახლე