2016-12-06

XBOX DANCE 2016

საერთაშორისო ესთეტიკური მედიცინის ცენტრი La Belle Medical საინტერესო პროექტს იწყებს.
სტუდენტური კონკურსი X-Box Dance 2016 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აერთიანებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტის სტატუსის მქონე ნებისმიერ პირს, ასაკის შეუზღუდავად.
კონკურსი გაიმართება ყოველ შაბათს, 19:00სთ-ზე La Belle Sport-ში, ყიფშიძის #2-ში, გამოვლინდება ყოველკვირეულ ტურში გამარჯვებული და გადაეცემა საჩუქრები. ფინალური შეხვედრა გაიმართება წინასაახალწლოდ და გამარჯვებულ სტუდენტს 10 00 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემა.
თსუ-ის სახელით მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა მოგვწეროთ ფბ გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით, ან მობრძანდეთ თსუ-ის კულტურის და სპორტის დეპარტამენტში.
თსუ, I კორპუსი, ოთახი 329.
Print

« იხ. ყველა სიახლე