2018-05-16

უნივერსიტეტის თეატრი - 100

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „უნივერსიტეტის თეატრი - 100“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სხვადასხვა წლებში დასის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, აფიშები, თეატრალური ესკიზები, ჟურნალ-გაზეთები, სიგელები, თეატრალური კოსტიუმები. 
სტუდენტური თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თსუ
რექტორმა უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა სტუდენტური თეატრის „სხვენის“
რეჟისორი გიორგი გომურაშვილი და სტუდენტური თეატრის რეჟისორი 80-იან
წლებში - დალი კალატოზიშვილი.
Print

« იხ. ყველა სიახლე