2014-12-09
ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯის (ნორვეგია) სამაგისტრო სტიპენდია თსუ ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, 2015/2016 აკადემიური წლისთვის
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯთან თანამშრომლობის ფარგლებში აცხადებს კონკურსს თსუ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატის მეოთხე კურსის და ამავე მიმართულების მაგისტრატურის პირველი სემესრის სტუდენტებისათვის ოსტფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯში ორწლიანი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად. მიმღები უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულია სამაგისტრო პროგრამა: კომპიუტერული მეცნიერებები.http://www.hiof.no/studieinformasjon/studieplaner?displayitem=2240&module=studieinfo&type=studieue&subtype=1
კონკურსზე დაიშვებიან:
- თსუ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატის მეოთხე კურსის და ამავე მიმართულების მაგისტრატურის ის სტუდენტები ვისთვისაც 2015 წლის გაზაფხულის სემესტერი არ არის დამამთავრებელი.
- სტუდენტები, რომლებმაც 2014 წელს დაწერეს ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამებისათვის ორგანიზებული ინსტიტუციური (B2) ტესტი და მიიღეს არანაკლებ 81 ქულისა. (ცნობა გაიცემა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მიერ).
- სტუდენტები, რომელთაც აქვთ საერთაშორისო ენის სერთიფიკატები: TOEFL მაქსიმალური ქულა 550 (213 if computer-based, 80 if internet based) IELTS (International English Language Testing System) მაქსიმალური ქულა 6.0.( სერთიფიკატი უნდა იყოს გაცემული არანაკლებ 2 წლის წინ).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (მის: თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი №204)
- ელექტრონულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე, ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული);
- აკადემიური მოსწრების ფურცელი ფაკულტეტიდან (ინგლისურ ენაზე, ნოტარიალურად დამოწმებული (მხოლოდ ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ფაკულტეტიდან (ინგლისურ ენაზე, ნოტარიალურად დამოწმებული);
- დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი (ეხებათ თსუ მაგისტრატურის სტუდენტებს);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (მინიმალური ზღვარი: TOEFL 550; IELTS 6.0) ან/და ცნობა (გაცემული საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მიერ);
- პასპორტის ასლი
- 2 ფოტო (3/4)
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ: Information about Østfold University College: http://www.hiof.no/about-us/about-us?lang=eng
Information about studying in Norway: www.studyinnorway.no
ან/ და მიმართეთ ლელა კაცაძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204).
შენიშვნა: აპლიკანტთა საბოლოო შერჩევას მოახდენს ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი.
სააპლიკაციო პაკეტის გაგზავნას ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში უზრუნველყოფს თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი.
დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ განიხილება!
« იხ. ყველა სიახლე