ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-12-09

ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯის (ნორვეგია) სტიპენდიები თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, 2015/2016 აკადემიური წლისთვის

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯთან თანამშრომლობის ფარგლებში აცხადებს კონკურსს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების მეხუთე სემესტრის სტუდენტებისთვის ოსტფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯში ერთწლიანი სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად. მიმღები უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულია საბაკალავრო პროგრამა: საერთაშორისო ბიზნესი.
https://www.hiof.no/studies/courses-for-exchange-students/courses-taught-in-english/programmes-in-foreign-languages/international-business- programme

აკადემიური წელი იწყება 2015 წლის11 აგვისტოს და მთავრდება 2016 წლის 17ივნისს.

კონკურსზე დაიშვებიან:

სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 23 იანვრი, 16:00 საათი..

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (მის: თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი #204)

ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს უზრუნველყოფს ყოველთვიური სტიპენდიით დაბინავებისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად. (იხილეთ: http://siost.hiof.no/housing).

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ: Information about Østfold University College:http://www.hiof.no/about-us/about-us?lang=eng
Information about studying in Norway:www.studyinnorway.no

ან/ და მიმართეთ ლელა კაცაძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204).

შენიშვნა: აპლიკანტთა საბოლოო შერჩევას მოახდენს ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი.
სააპლიკაციო პაკეტის გაგზავნას ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში უზრუნველყოფს თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი.


დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ განიხილება!


Print

« იხ. ყველა სიახლე