2017-03-01

ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იაშის უნივერსიტეტში!

ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იაშის უნივერსიტეტში  (რუმინეთი).

მიმართულებები : განათლების მეცნიერებები, ფსიქოლოგია, თეოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ამერიკისმცოდნეობა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული, ბიოლოგია, მათემატიკა, გარემოს დაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი

განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ  27 მარტამდე   შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით:https://erasmusplus.uaic.ro/

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი 
ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი/მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (ინგლისურ ენაზე, ივსება ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან

სტიპენდია მოიცავს: 
140 ევრო დღიურად + საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ლიმიტი 275 ევრო)

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი; 5 დღე (8 საათიანი სალექციო დატვირთვა)

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:erasmusplus@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე