2015-01-15

ლაიდენის უნივერსიტეტის სტიპენდია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურს, თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის და ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის 2015/2016 აკადემიური წლისთვის,  ლაიდენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა:
  • GPA  3,2–4.0 (ბაკალავრიატის მონაცემი);
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი № 204) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი;
  • CV (ინგლისურ ენაზე, Euro pass-ის ფორმატით);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • ცნობა მაგისტრატურაში სწავლის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი  სერთიფიკატი.

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა: 2015 წლის 26 იანვარი, 18:00 საათი


ლაიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული  სამაგისტრო პროგრამების გასაცნობად ეწვიეთ ვებ–გვერდს: http://hum.leiden.edu/prospective-students/master/masterlist.html

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს.  ტელ:  2 25 02 12 (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204).
Print

« იხ. ყველა სიახლე