2010-03-16
გერმანულენოვანი გაცვლითი პროგრამები თსუ II და III სასწავლო წლის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის!
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურს 2010/2011 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით პროგრამებზე:
იენის უნივერსიტეტი – სოციალურ და პოლიტიკურ; ზუსტ და საბუნებისმეტყველო; ჰუმანიტარული მეცნიერებათა; იურიდიული; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები
(www.uni-jena.de
)
გისენის უნივერსიტეტი – იურიდიული; ეკონომიკისა და ბიზნესის; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის მიმართულება (www.uni-giessen.de )
პოტსდამის უნივერსიტეტი – სოციალურ და პოლიტიკურ; ზუსტ და საბუნებისმეტყველო; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; იურიდიული; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები (www.uni-potsdam.de )
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- სააპლიკაციო ფორმა (იენის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმა; გისენის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმა)
- ბიოგრაფია/CV (ქართულ და გერმანულ ენებზე, მხოლოდ პოტსდამის უნივერსიტეტის სტიპენდიისათვის)
- აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდითა და შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული)
- ერთი რეკომენდაცია (ქართულ და გერმანულ ენებზე)
- სასურველია გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
- ორი ფერადი ფოტო–სურათი ზომით 3/4
- პასპორტის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2010 წლის 8 აპრილის 12 საათი
(თსუ II კორპუსი, ოთახი 154, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი)
შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – გერმანული ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება(თსუ II კორპუსი, ოთახი 154, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი)
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
« იხ. ყველა სიახლე