2017-03-14
კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!
ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტის მიერ (თურქეთი) ორგანიზებულ მეხუთე საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად (International Week about Refugee)იხილეთ ბმული
განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ თსუ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს შემდეგი მიმართულებებიდან:ეკონომიკა, ბიზნესი, ინგლისური ენა, ისტორია, ბიოლოგია, სოციოლოგია, ტურიზმი, მედიცინა, იურიდიული.
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+ 2 დღე მგზავრობისთვის)
მობილობის პერიოდი: 2017 წლის 1-5 მაისი
სამუშაო ენა: ინგლისური
კვირეულის პროგრამა: დანართი 1
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 24 მარტის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2)
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შერჩევის საფეხურები:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სტიპენდია მოიცავს:
დღიურ სტიპენდიას (140 ევრო) + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურებას
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე