ქართული ემიგრაციის მუზეუმი

1994 წლის 10 ოქტომბერს, ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის გახსნასთან დაკავშირებით, თსუ-ში ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაარსდა.
მუზეუმი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გურამ შარაძის პირადი ფონდის ბაზაზე გაიხსნა. იგი მოიცავს 1981 წლიდან მის მიერ მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან ჩამოტანილ ემიგრანტულ უნიკალურ წიგნებს, პერიოდულ გამოცემებს, ქართველ ემიგრანტთა პირად  ფოტოებს, აუდიო და ვიდეო არქივებს, რადიო „თავისუფლების“ გადაცემების აუდიობაბინებს, გამოჩენილ ემიგრანტთა მემორიალური ნივთებს, ფერწერულ ტილოებს, ვიკტორ ნოზაძის ცნობილ პარიზულ ქართულ სტამბას და სხვ.

მის: ჭავჭავაძის N13 (VIII კორპუსი მე- 4 სართული)


თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი

გრიგოლ რობაქიძის ნაწერები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულები და საფოსტო მარკები

ვიკტორ ნოზაძის მემორიალური ნივთები

ნოე ჟორდანიასა და ვიკტორ ნოზაძის სამგზავრო ჩემოდნები