2015-10-29
თანამშრომელთა საყურადღებოდ!
ცვლილება სადაზღვევო პაკეტში!
გაცნობებთ, რომ სადაზღვევო კომპანია ,,ქართუ“-მ წარმოადგინა სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მედიკამენტების
25%-ით გაძვირების თაობაზე, რამაც გამოიწვია თსუ-სა და ,,ქართუს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგნის ჯამური ღირებულების ზრდა 10%-ზე მეტად. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლითა და ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე კომპანიამ ითხოვა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა. მოლაპარაკების შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2014 წლის 03 დეკემბრის N924/06 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დანართ N1-ში, კერძოდ დანართის პირველ ფურცელზე მითითებულ ცხრილში შევიდა შემდეგი ცვლილება:
|
აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება
2015 წლის 01 ნოემბრიდან. ხელშეკრულების სხვა პირობები (მათ შორის სადაზღვევო პაკეტის ღირებულება) რჩება უცვლელი.
« იხ. ყველა სიახლე