2017-12-28
ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის მე-8 ყოველწლიური კონფერენცია
28 დეკემბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის მე-8 ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციზე კათედრის აკადემიური პერსონალი და კვლევით სამუშაოებში მონაწილე სტუდენტები წარმოადგენენ წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს.
ღონისძიებაში მონაწილეობენ უცხოელი მეცნიერები იტალიიდან, ისრაელიდან და თურქეთიდან.
კონფერენცია ეძღვნება უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი