2019-09-02

ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკა

2019 წლის 9-13 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო მულტიდისციპლინური კომბინირებული ღონისძიება "ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკა" გაიმართება, რომელიც მოიცავს კონფერენციას, სეზონურ სკოლასა და გამოფენას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები ევროპის ლანდშაფტების კონვენციასთან მიერთებული ქვეყნებიდან და იმ ქვეყნებიდან,  რომლებსაც არა აქვთ კონვენციის დოკუმენტი რატიფიცირებული,  მაგრამ გააჩნიათ ლანდშაფტური კვლევების დიდი გამოცდილება. 
ღონისძიების ფარგლებში 10 სექტემბერს 12:00 საათზე, თსუ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა, რომლის უმთავრესი მიზანია წარმოჩინდეს, საქართველოს ლანდშაფტების მრავალფეროვნება, ქართული ლანდშაფტური სკოლის მრავალწლიანი გამოცდილება, ხოლო ამავე დროს მოხდეს საზოგადოებაში ლანდშაფტების მნიშვნელობის და ღირებულების გააზრება და პოპულარიზაცია.

ღონისძიების პროგრამა

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ პირველი კორპუსი,  სააქო დარბაზის ფოიე.
« იხ. ყველა ანონსი