2018-09-27
II საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის განცხადებით,
„ქართველოლოგიურ კონგრესზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საქართველოს თემატიკაზე, ვინც ფიქრობს საქართველოზე და უყვარს საქართველო. მნიშვნელოვანია, რომ კონგრესი თსუ 100 წლის იუბილეს ეძღვნება. შესაბამისად, მეცნიერებათა აკადემიაში დაწყებული ღონისძიება თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდება. ქართველ და უცხოელ მეცნიერებს საშუალება აქვთ კონგრესზე წარმოადგინონ საკუთარი კვლევები, გაეცნონ ქართველოლოგიის სფეროში არსებულ სიახლეებს.“
კონგრესზე ქართველ კოლეგებთან ერთად მოხსენებით წარსდგებიან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, შვედეთის, სლოვაკეთის, რუსეთის ფედერაციის, იაპონიის, ისრაელის, აზერბაიჯანის წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებების სწავლულები. ფორუმი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის მეტნაკლებად სრულ წარმოდგენას იძლევა სამამულო და საზღვაგარეთული ქართველოლოგიის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.
„ძალიან საინტერესო კონგრესია. მისმა პროგრამამ ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. აქ არიან უცხოელი კოლეგები, ძველი მეგობრები. ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან ეს არის შეხვედრის ადგილი იმ მკვლევრებისა, ვინც ქართველოლოგიის სხვადასხვა სფეროში მუშაობს,“- აღნიშნა მალმოს (შვედეთი) უნივერსიტეტის წარმომადგენელმა
კარინა ვამლინგმა.
კონგრესი ორგანიზატორები თსუ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არიან.
« იხ. ყველა სიახლე