2012-02-28

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „განათლების კვირეული 2012-ზე“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

26 თებერვალს დასრულდა „განათლების კვირეული 2012“, რომელზეც თსუ საკუთარი კონცეფციითა და სლოგანით “იარე ჩვენთან ერთად“ წარსდგა. სლოგანი აერთიანებს კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. „საქართველოს განთლების კვირეული 2012“-ზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2 ნომინაციაში გაიმარჯვა. „საუკეთესო საგამოფენო სტენდის დიზაინისთვის“ და „ყველაზე ფართო და აქტიური სტუდენტური ჩართულობისთვის გამოფენაში“ ნომინაციებში თსუ-მ  სერთიფიკატები მიიღო.
განათლების კვირეულის ფარგლებში 25 თებერვალს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ღია კარის დღეც გაიმართა, რომელზეც თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და ფაკულტეტების დეკანებმა უნივერსიტეტის პრეზენტაცია წარადგინეს და  კითხვებს უპასუხეს.

Print

« იხ. ყველა სიახლე