2015-11-24

ქართველი სტუდენტები DP World-ის გამოფენაზე დუბაი მოლში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გიორგი მეშველიანი და სიმონ ინვია, აგრეთვე „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტები გიორგი გაბარაშვილი და დიმიტრი ცხოვრებაძე მონაწილეობას მიიღებენ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, დუბაი მოლში DP World-ის გამოფენაზე. საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოფენაზე, რომელიც 24 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე გაიმართება,  სტუდენტები წარადგენენ ერთობლივ გამოგონებას - ინტერაქტიულ ხელთათმანს. ვირტუალური ხელთათმანის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ვირტუალურ რეალობაში ვირტუალური ობიექტების მართვა და შეგრძნება.  გამოფენაზე სტუდენტებს პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ.

სტუდენტებმა, სხვა გამოგონებებთან ერთად, ინტერაქტიული ხელთათმანი 10-17 ნოემბერს თბილისში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულზეც წარმოადგინეს.

დუბაი მოლში DP World-ის გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გამომგონებლები წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს.
Print

« იხ. ყველა სიახლე