2011-03-09

თსუ-ის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2011 წლის პირველი სამუშაოები დაასრულა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაასრულა 2011 წლის პირველი არქეოლოგიური სამუშაოები გორის მიმდებარე ტერიტორიაზე. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობდა, ძველი წელთაღრიცხვის XIII-XII საუკუნეების სამარხები და ნამოსახლარების გათხრითი სამუშაოები აწარმოაა. მოპოვებული მასალა ამჟამად ლაბორატორიულ დამუშავებას და შესწავლას გადის. აღნიშნული არქეოლოგიური სამუშაოები საქართველოს საგზაო დეპარტამენტის მიერ დაფინანსდა.
Print

« იხ. ყველა სიახლე