2020-09-18

თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის XXXIV საერთაშორისო გაფართოებული სხდომები

16 სექტემბერს თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის XXXIV საერთაშორისო გაფართოებული სხდომები გაიხსნა. ღონიძიება 19 სექტემბრამდე გაგრძელდება და დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით იმართება

კონფერენციაში მონაწილეობდნენ  სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები, სულ  114 მონაწილე, მათ შორის, 102 ჩვენი ქვეყნის წამყვანი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებიდან: თსუ-დან - 65, მათ შორის ი.ვეკუას გმი-ის  35  და ა.რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის  6  მეცნიერი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის 24 აკადემიური თანამშრომელი,  სტუ-დან - 22, მათ შორის ნ. მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის 2 მეცნიერი და სხვადასხვა ფაკულტეტის 20 აკადემიური თანამშრომელი, სოხუმის უნივერსიტეტის  6  მეცნიერი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან (KIU) 4 მეცნიერი, ილიაუნიდან, ქუთაისის ა. წერეთელის უნივერსიტეტიდან, საქართველოს უნივერსიტეტიდან ორ-ორი მეცნიერი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტიდად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიდან თითო-თითო მეცნიერი, უცხოეთიდანა კი  12 მეცნიერი (4 იტალიიდან, 2 რუსეთიდან, თითო-თითო მონიწილე ავსტრიიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბელგიიდან, პორტუგალიიდან და საფრანგეთიდან). 





Print

« იხ. ყველა სიახლე