2013-02-08
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 95 წლის იუბილე
![](/data/image_db_innova/PR/iubile1.jpg)
ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, მოწვეული სტუმრები - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
„თბილისის ს ახელმწიფო უნივერსიტეტი მთელი წლის განმავლობაში იუბილეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. უნივერსიტეტის კარი ყველასთვის ღიაა. თსუ ერთ-ერთი წარჩინებული ინსტიტუციაა, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყნის განვითარებას და საქართველოში თანამედროვე ევროპული საზოგადოების ჩამოყალიბებას“, - განაცხადა თ სუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
იუბილეს ფარგლებში უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 6 პროფესორი - ქეთევან მარშავა, დავით გორდეზიანი, ალექსანდრე რონდელი, თემურ ჯორბენაძე, გურამ ნაჭყებია და ლილი ჟორჟოლიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლებით დაჯ
![](/data/image_db_innova/PR/iubile2.jpg)
თსუ-მ სიურპრიზი მოუმზადა სტუდენტებს - პროექტმა „ჩაიფიქრე ჩვენთან ერთად“ ყველა სტუდენტს საშუალება მის ცა საახალწლო სურვილები დაეწერა ბარათზე და ნაძვის ხეზე განეთავსებინა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ყველაზე ორიგინალური სამი სურვილი შეუსრულა მათ ავტორებს: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი მერი გოჩიაშვილი თსუ-ს ბიბლიოთეკაში დასაქმდა; უნივერსიტეტის მუსიკალური ჯგუფის „ever green-ის წევრის გიორგი ცირეკიძის სურვილით მის მეგობარს, ამავე ჯგუფის წევრს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ელექტროგიტარა შეუძინა; გეოგრაფებისა და ალპინისტების ერთობლივ ექსპედიაციაში თსუ-ს ოთხი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას და გაზაფხულზე მყინვარწვერს დალაშქრავს.
იუბილეს ფარგლებში ღონისძიების მეორე ნაწილი სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართა. ფოტოგამოფენაზე „მე - უნივერსიტეტი“ ინტერნეტგამოკითხვის საფუძველზე გ
![](/data/image_db_innova/PR/iubile3.jpg)
თსუ-ს საიუბილეო წელი 2012 წლის 10 დეკემბერს გამოცხადდა, რომელიც 2 პროექტით -„UNIკადრი“ და „სექტორი 12“-ით დაიწყო. გაიმართა სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის „თსუ მეცნიერების “ საიუბილეო, მესამე ნომრის პრეზენტაცია. საიუბილეო წელი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გალა ღონისძიებით დასრულდება.
« იხ. ყველა სიახლე