2011-10-25
თსუ-ის წარმომადგენლების წარმატება მართლმადიდებლური ფილმების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალზე
ფესტივალზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. კინო-ტელე რეჟისურის პროგრამის ორმა სტუდენტმა თავინათი ფილმები წარადგინეს, ახალგაზრდა რეჟისორები ფესტივალზე ხელმძღვანელთან ლელა წიფურიასთან ერთად ჩავიდნენ. ლელა წიფურიას ფილმი „ გონის სუვერენობა“ უნივერსიტეტის ისტორიას მოგვითხრობს, სალომე დეკანოიძემ ფესტივალზე ფილმი სახელწოდებით „ ბეღურები გაზაფხულის მოლოდინში“, ხოლო ნათია გრატიაშვილმა - „ ხელოვანი პანსიონატში“ წარადგინა. სამივე ფილმი ფესტივალის პრიზებით და სიგელ გუჯარით აღინიშნა.
« იხ. ყველა სიახლე