ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-03

საერთაშორისო სემინარი „კორპუსის შექმნის მეთოდოლოგიური საფუძვლები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციის „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“ ფარგლებში ატარებს საერთაშორისო სემინარს „კორპუსის შექმნის მეთოდოლოგიური საფუძვლები“.

საერთაშორისო სემინარის პროგრამა მოიცავს კორპუსლინგვისტიკის აქტუალურ თემებს: კორპუსის შექმნის საფუძვლები, ქართული ენის ეროვნული კორპუსის აქტურალური ვერსია, ანოტაციის თანამედროვე მეთოდები, ლემატიზაცია და ომონიმიის მოხსნა,  მორფოსინტაქსური ანოტირების სქემები, თემატური კორპუსების შექმნის ძირითადი პრინციპები, ვრცელი ტექსტური კორპუსები და მათი გამოყენება ლექსიკოგრაფიაში.

სემინარზე ლექციებს წაიკითხავენ კორპუსლინგვისტიკის დარგში მომუშავე ცნობილი ევროპელი მეცნიერები: იოსტ გიპერტი (გერმანია), მანანა თანდაშვილი (გერმანია), პაულ მოირერი (ნორვეგია), ირინა გურევიჩი (გერმანია), ნოა ბუბენჰოფერი (შვეიცარია), ენდრიუ ჰარდი (ინგლისი), ელკე ტაიხი (გერმანია), უვე კვასტჰოფი (გერმანია).

სემინარს აფინანსებს მეცნიერების განვითარების საერთაშორისო ფონდი ფოლკსვაგენ შტიფთუნგი (Volkswagen Stiftung).

სემინარი ჩატარდება 13-15 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის 7).

სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.

სემინარი განკუთვნილია სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის.

სემინარში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის შევსებული ფორმა  უნდა  გამოაგზავნონ საერთაშორისო კონფერენციის „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“ საორგანიზაციო კომიტეტში შემდეგ მისამართზე: lmt2015@ice.ge

სემინარის მონაწილეებს სემინარის დამთავრების შემდეგ გადაეცემათ სემინარში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 8 სექტემბერი. 

სემინარში მონაწილეობა უფასოა.

განაცხადის ფორმა



Print

« იხ. ყველა სიახლე