2018-05-29

თსუ სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ხაზი ამოქმედდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლისის ტბის მიმდებარედ განლაგებული სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ხაზი ამოქმედდა, რაც სტუდენტებს გაუადვილებს გადაადგილებას. 

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისში ავტობუსების მარშრუტებს 7 სრულიად ახალი ხაზი დაემატა, მათ შორის, ახალი ხაზი გაიხსნა ნუცუბიძის პლატოზე.

ავტობუსი #63 – მარშრუტით „მეტრო „დელისი“ - სოფელი თხინვალა“ ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ სტუდენტებს მოემსახურება.

Print

« იხ. ყველა სიახლე