2018-10-09

ცხადდება კონკურსი თსუ მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სამაგისტრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.europa-uni.de/en/index.html
დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა და ლიტერატურა
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.uni-duesseldorf.de/home/en/home.html
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფსიქოლოგია
სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): იურიდიული, სოციოლოგია, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფსიქოლოგია, ესპანური ენა და ლიტერატურა
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.udc.es/index.html?language=en
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, იურიდიული, ბიზნესი, ჟურნალისტიკა, ურბანისტიკა, ბიოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება
სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.univ-catholille.fr/index-UK.asp
ლილის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიზნესი/მენეჯმენტი
*ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ დამატებითი ინფორმაციის ველში.
სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): ფრანგული ფილოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, იურიდიული,  კომუნიკაცია
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.univ-lille.fr/home/
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა და ლიტერატურა, იურიდიული, ბიზნესი, ბიოლოგია
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uni-saarland.de/en/international.html
შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი): საჯარო ადმინისტრირება
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uni-speyer.de/en/index.php?p_id=93
უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი)
სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): ფრანგული ფილოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.univ-paris8.fr/en/
ცენოვის ეკონომიკის აკადემია (ბულგარეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.uni-svishtov.bg/en
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობა (ისტორია, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია, ეკონომიკა)
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.fu-berlin.de/en/index.html
ათენის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ისტორია, არქეოლოგია, ინგლისური ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://en.uoa.gr/
რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია, ინფორმაციული სისტემები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ეკონომიკა, ევროპისმცოდნეობა
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.uniroma1.it/it/pagina-strutturale/home
კადისის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uca.es/?lang=en/
ლუქსემბურგის უნივერსიტეტი (ლუქსემბურგი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, ეკონომიკა, ბიზნესი, კომპიუტერული მეცნიერება, ბიოლოგია, მათემატიკა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://wwwen.uni.lu/
რჟეშოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საინფორმაციო სისტემები, საინფორმაციო ტექნოლოგიები
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://w.prz.edu.pl/en/
ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): გამოყენებითი ბიომეცნიერებები (კვების ბიოტექნოლოგია)
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.lunduniversity.lu.se/
ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრი
http://www.unitus.it/
უნივერსიტეტი რენი 1 (საფრანგეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): კიბერუსაფრთხოება, ქსელური კომპიუტერული ტექნოლოგიები
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.univ-rennes1.fr/ 


კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური ან ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; გერმანული: TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე; ფრანგული: DELF, DALF - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე; ესპანური: DELE, eLADE - აღებული უკანაკნელი 2 წლის მანძილზე)
ან
თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2018 წლის 9 ოქტომბერი; მინიმუმ 71 ქულა)

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121) ა/წ 24 ოქტომბრის 15:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის მონაკვეთში)
რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ-ფოსტაზე)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომის სკანირებული ვერსია
ბაკალავრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; ინგლისურ ენაზე)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა)
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული; არსებობის შემთხვევაში)
პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 5 უნივერსიტეტზე!)

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - mobility.tsu.ge ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 24 ოქტომბრის 15:00 საათამდე!

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი ინფორმაცია:
თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგის/ცნობის მიღება შესაძლებელია reference@tsu.ge-დან; მოგვწერეთ ა/წ 18 ოქტომბრამდე სახელი და გვარი ქართულ/ინგლისურ ენაზე (როგორც ID-ში გაქვთ დაფიქსირებული), ფაკულტეტი, ჩაბარებული ენა და ცნობას მეილზევე მოგაწვდით სკანირებული სახით;
გასაუბრებები იგეგმება ა/წ 29-30 ოქტომბერს;
გასაუბრებების განრიგი განთავსდება თსუ მთავარი გვერდის სიახლეების ბმულზე ა/წ 26 ოქტომბრის დღის ბოლოს;
გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 24 ოქტომბრის 18:00 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები;
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
ლილის უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ დოკუმენტში: დანართი 2.
ტუშას უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი (არჩევთ საგნებს 2nd Semester-იდან) იხილეთ შემდეგ დოკუმენტში: დანართი 3
Print

« იხ. ყველა სიახლე