2019-10-03
კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრონინგენის უნივერსიტეტში (ჰოლანდია)
ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
გრონინგენის უნივერსიტეტში (ჰოლანდია)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალს.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი უნდა გადმოგზავნონ
ა/წ 11 ოქტომბერს 12:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე; ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; მინიმუმ 8 საათიანი სალექციო დატვირთვა; ერაზმუს+ ინსტიტუციონალური კოორდინატორის, თეა გერგედავას, ხელმოწერით და კანცელარიის ბეჭდით დამოწმებული)
დანართი 1.
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
5 სამუშაო დღე (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
დამატებითი ინფორმაცია:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის საშუალებით.
« იხ. ყველა სიახლე