2011-07-04

ცხადდება მიღება საერთაშორისო ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამებზე სოციალურ მეცნიერებებში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი აცხადებს მიღებას საერთაშორისო ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგარემებზე სოციალურ მეცნიერებებში 2011-2013 სასწ. წ-სთვის:
  • გენდერის კვლევა - ქართულენოვანი პროგრამა
  • ტრანსფორმაცია სახმრეთ კავკასიაში - ინგლისურენოვანი, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა გამოცხადდება მოგვიანებით



ინფორმაცია პროგრამების შესახებ:

აკადემიური ხარისხი: სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი (MSocSc)
სწავლების დარგი:
  1. გენდერის კვლევა
  2. ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 სემესტრი (15 კვირიანი სემესტრები), 2 კალენდარული წელი (2011 წლის სექტემბრიდან 2013 წლის ივნისამდე)
სწავლების ენა:
  1. ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში - ინგლისური
  2. გენდერის კვლევა  - ქართული
ხარისხის მოთხოვნები: 120 კრედიტი (ECTS), რომელსაც სტუდენტი იღებს სასწავლო კურსების (85 ECTS - გენდერის კვლევა; 80 ECTS - ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში), სტაჟირების (5 ECTS - გენდერის კვლევა; 10 ECTS - ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში) გავლისა და სამაგისტრო ნაშრომის დაცვის შედეგად (30 ECTS ორივე პროგრამისთვის).

მისაღები პროცედურები:
მოთხოვნები
  • ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ დისციპლინაში
  • სტუდენტებს, რომლებიც ბაკალავრის ხარისხს მიიღებენ 2011 წლის ივნისში, უფლება აქვთ შემოიტანონ განცხადება
  • სამუშაო გამოცდილება საჭირო არ არის
  • გამსვლელი ქულა ეროვნულ სამაგისტრო გამოცდაში (მხოლოდ ქართველი აპლიკანტებისთვის) – www.naec.ge

აპლიკაცია
  • თსუ-ს განაცხადის შევსებული ფორმა
  • განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე
  • უმაღლესი განათლების დამადატურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი
  • სამხედრო ბილეთის ასლი (მხოლოდ ქართველი მამრობითი სქესის აპლიკანტებისთვის)
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში
  • (მხოლოდ უცხოელი აპლიკანტებისთვის)* ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაცია საქართველოს განათლების სამინისტროში წარსადგენად:
  • აპოსტილით დამოწმებული დიპლომი და დიპლომის დანართი
  • პასპორტის შევსებული გვერდების ასლები (ნოტარიულად დამოწმებული)
  • უცხო ქვეყანაში  ბოლო 2 წლის ან მეტი წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ არჩეული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე მაგისტრანტობის კანდიდატის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და ფაკულტეტის/სპეციალობის მითითებით)
* http://www.mes.gov.ge/content.php?id=1129&lang=geo


შერჩევის პროცედურა
  • წერითი გამოცდა სპეციალობაში - 40% (საკითხავი მასალა ჩამოტვირთეთ CSS-ის სერვერიდან ftp://ftp.ucss.ge/)
  • ინგლისური ენის ტესტი - 20%
    -    ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში - B2 დონე

    -    გენდერის კვლევა - B1 დონე
  • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან - 40%



დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

დიანა ლეჟავა, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სტუდენტების დეკანი
მის: ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ-ს II კორპუსი, III სართული, აუდიტორია #336
ტელ: (+995 32) 102781;   890 102786;
ელ-ფოსტა: dlezhava@ucss.ge
www.ucss.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე