2011-03-04

ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები გერმანიაში გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოებისათვის

გერმანიის საელჩოსა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ძალისხმევით, ცხადდება საბუთების მიღება 2012/2013 სასწავლო წლისთვის გერმანიის უნივერსიტეტების ინგლისურენოვან და გერმანულენოვან  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

განაცხადის შეტანის მსურველთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 36 წელს.

საბუთების შეტანა შესაძლებელია ერთ–ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ მისამართზე:
  • გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თბილისის საინფორმაციო ცენტრი (DAAD), 2011 წლის 31 ივლისის ჩათვლით;
  • თბილისში გერმანიის ფედერაციული საელჩო (სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი), 2011 წლის 31 ივლისის ჩათვლით;
  • მიმღებ უნივერსიტეტში 2011 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით);
  • გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (ბონი, DAAD, Referat 431, 2011 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით).

აპლიკანტებს ასევე მოეთხოვებათ სახელმწიფო უწყებებში მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება და ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები:
  • DSH 2  ან TestDaF 4 – გერმანულენოვანი პროგრამებისთვის;
  • IELTS (6.0) ან TOEFEL (550 ქულა) – ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: დანართი 1, დანართი 2, დანართი 3, დანართი 4, დანართი 5.

Print

« იხ. ყველა სიახლე