2012-05-30
ტრენინგი მედიაციაში პროფესორ-მასწავლებლებისათვის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი”, ტეხასის სამართლის სკოლასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) თანამშრომლობით ატარებს ტრენინგს მედიაციაშიკ, საქართველოს სამართლის ფაკულტეტების/სკოლების პროფესორ-მასწავლებლებისათვის.ტრეინინგი მიმართულია, საქართველოში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასწავლო კურსის დანერგვასა და კურიკულუმის განვითარებისკენ. ტრეინინგის მიზანია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტების/სკოლების პროფესორ-მასწავლებლების მომზადება.
ტრეინინგს გაუძღვება სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორი, ”ფრანკ ევანსის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის” დირექტორი, ქ-ნ კიმ კოვაკი. იგი ჩატარდება მიმდინარე წლის 18-27 ივნისს,
შემდეგი განრიგით:
• 18 ივნისი, ორშაბათი 9.00-18.00 სთ;
• 19 ივნისი, სამშაბათი 9.00-18.00 სთ;
• 20 ივნისი, ოთხშაბათი 9.00-18.00 სთ;
• 21 ივნისი, ხუთშბათი 9.00-18.00 სთ;
• 22 ივნისი, პარასკევი 9.00-18.00 სთ;
• 23 ივნისი, შაბათი 9.00-18.00 სთ;
• 25ივნისი, ორშაბათი 9.00-18.00 სთ;
• 26 ივნისი, საშაბათი 9.00-18.00 სთ;
• 27 ივნისი, ოთხშაბათი 13.00-17.00სთ.
ტრეინინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
დაინტერესების შემთხვევევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: apply.ncadr@tsu.ge. სათაურის ხაზში (Subject Line) მიუთითეთ: “ტრენინგი მედიაციაში პროფესორ-მასწავლებლებისათვის”.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 5 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ელ-ფოსტით: apply.ncadr@tsu.ge ან ტელეფონით: 577553338
« იხ. ყველა სიახლე