2016-06-06

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ერაზმუს მუნდუსის EMBER პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს თსუ-ს დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებისთვის (პირველი სამიზნე ჯგუფი) ევროპის 9 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო/კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად

სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღება ხდება ელექტრონულად შემდეგი ვებ- გვერდის საშუალებით: https://emecw.gis.lu.se/apply/?lot=EMBER

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • მაგისტრის დიპლომი
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ B2 დონე)
  • შევსებული და ხელმოწერებით დამოწმებული საკვლევი გეგმა - დანართი 1
  • წინასწარი თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან
  • ინფორმაცია საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტი ვადით  სწავლის/კვლევის შესახებ - დანართი 2
  • განცხადება განმეორებით ერაზმუსის სტიპენდიის მიღებაზე - დანართი 3
  • სოციალურ-ეკონომიკური ან/ და ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში)
  • პასპორტის ასლი
პროექტში მონაწილე ევროპული უნივერსიტეტები:
  1. სევილიის უნივერსიტეტი, ესპანეთი, პროექტის კოორდინატორი
  2. ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი
  3. ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიტვა
  4. ლინჩოპინგის უნივერსიტეტი, შვედეთი
  5. მალმოს უნივერსიტეტი, შვედეთი
  6. კა’ფოსკარის უნივერსიტეტი, იტალია
  7. სალერნოს უნივერსიტეტი, იტალია
  8. ლოძის უნივერსიტეტი, პოლონეთი
  9. იენის უნივერსიტეტი, გერმანია
პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამები: https://emecw.gis.lu.se/priorityHelper.aspx?&lot=EMBER
მობილობის პერიოდი: 2016/2017 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი (სწავლის დაწყება უნდა მოხდეს არაუგვიანეს ა/წ 31 დეკემბრისა)
მობილობის ხანგრძლოვობა: 6 თვე
სტიპენდია მოიცავს: 1500 ევროს ყოველთვიურად, საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის დაფინანსებას.

სრული სააპლიკაციო დოკუმენტაციის ზემოაღნიშნულ მეილზე გაგზავნის ბოლო ვადაა: 2016 წლის 31 ოქტომბერი

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: erasmus@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე