2016-09-09
ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიები გრონინგენის უნივერსიტეტში
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრონინგენის უნივერსიტეტში (ჰოლანდია)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე და მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრების სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: თეოლოგია, ფილოსოფია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, კულტურის კვლევები; ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს პერსონალის მართვის, სასწავლო პროცესის მართვისა და საგარეო ურთიერთობების მიმართულებით.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი, ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 7 ოქტომბრის 17:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (TOEFL, IELTS, Cambridge – მინიმუმ B2 დონე)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი (ივსება მხოლოდ პირველი გვერდი), რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
ადმინისტრაციული პერსონალი:
პასპორტის ასლი
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა პერსონალის მართვის სამსახურიდან სამუშაოს მოკლე აღწერილობით (ინგლისურ ენაზე)
მხარდაჭერის წერილი მშობლიური უნივერსიტეტიდან (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან
სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე, დამოწმებული დეპარტამენტის უფროსის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის/ფაკულტეტის დეკანის მიერ) დანართი 2
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები: ერთი სემესტრი (2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
ადმინისტრაციული პერსონალი: 5 სამუშაო დღე (2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
ადმინისტრაციული პერსონალი: 160 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

« იხ. ყველა სიახლე