2012-11-19

სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა III კონფერენცია ,,პოლონური მოტივები – ისტორია და თანამედროვეობა“

30 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა III
კონფერენცია ,,პოლონური მოტივები – ისტორია და თანამედროვეობა“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის  კავკასიური კვლევის ცენტრი და პოლონეთის საელჩო საქართველოში.
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები: 1. პოლონეთის პოლიტიკურ–ეკონომიკური საკითხები, 2. პოლონეთის ისტორიულ–კულტურული საკითხები, 3.პოლონურ–ქართული ურთიერთობები.

მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

რეგისტრაცია ხორციელდება 28 ნოემბრამდე მეილის საშუალებით: caucasus.studium@uw.edu.pl
მეილში მიუთითეთ: სახელი და გვარი; ფაკულტეტი; მოხსენების ზუსტი სათაური.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 593 136 190

Print

« იხ. ყველა სიახლე