2010-05-05
2010 წლის 14 მაისს დანიშნულია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 26 აპრილის N 43/01–01 ბრძანების საფუძველზე 2010 წლის 14 მაისს (10 საათიდან 17 საათამდე) ჩატარდება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.
თსუ აკადემიური საბჭოს N 41/2010 დადგენილების თანახმად, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირებულია 3 კანდიდატი:
კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია გამოქვეყნებულია თსუ ვებგვერდზე www.tsu.edu.ge ( იურიდიული ცნობარი: აკადემიური საბჭოს დადგენილებები).
არჩევნების პროცედურა:
საბჭოს წევრებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თსუ აკადემიური საბჭოს N 41/2010 დადგენილების თანახმად, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირებულია 3 კანდიდატი:
- ნოდარ ბელქანია – სრული პროფესორი
- შალვა აბზიანიძე – ასოცირებული პროფესორი
- გიორგი ყიფიანი – ასოცირებული პროფესორი
კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია გამოქვეყნებულია თსუ ვებგვერდზე www.tsu.edu.ge ( იურიდიული ცნობარი: აკადემიური საბჭოს დადგენილებები).
არჩევნების პროცედურა:
- ფაკულტეტის დეკანს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო.
- კენჭისყრა იწყება არჩევნების დღეს (14 მაისი, პარასკევი) 10.00 საათზე და მთავრდება 17.00 საათზე.
- ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა ხორციელდება საარჩევნო ბიულეტენზე სათანადო აღნიშვნით და საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსებით.
- საარჩევნო ბიულეტენი ამომრჩეველზე გაიცემა მხოლოდ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
- საარჩევნო ბიულეტენზე ხელს აწერს ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი.
- კენჭისყრის დღეს ფაკულტეტის ამომრჩეველი ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის რეგისტრატორისგან იღებს შესაბამის საარჩევნო ბიულეტენს, რასაც ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით.
- ხმის მიცემა ხორციელდება სპეციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში (თსუ მე–6 კორპუსი, ოთახი №203)
- ხმის მიცემა ხორციელდება 1 კანდიდატის შემოხაზვით.
საბჭოს წევრებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
« იხ. ყველა სიახლე