2018-07-18

ტექნოლოგიური და სოციალური ინოვაციების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია

შვედური ინსტიტუტი   და შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელი საქართველოში,  ინოვაციებისა და  ტექნოლოგიების სააგენტოს (ტექნოპარკი)  მხარდაჭერით გიწვევთ LEAP პროგრამის პრეზენტაციაზე. 

აღნიშნული პროგრამა გახლავთ Swedish Institute-ის და სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივა და მიზნად ისახავს ტექნოლოგიური და სოციალური ინოვაციების ხელშეწყობას. სამიზნე ჯგუფი წარმოადგენს 25-დან 40 წლამდე ასაკის მდგრადი განვითარების თემატიკაზე მომუშავე საქართველოს მოქალაქე ან მუდმივ რეზიდენტ პირებს. პროგრამა ორი მოდულისგან შედგება, რომელთაგან პირველი  ამა წლის 15-20 ოქტომბერს სტოკჰოლმში გაიმართება, ხოლო მეორე - 12-17 ნოემბერს პროგრამის ერთ-ერთ სამიზნე ქვეყანაში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, შვედეთი). 

მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ფინანსდება შვედური მხარის მიერ. განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 5 აგვისტო. დეტალური ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია პროგრამის ვებ-გვერდზე: https://si.se/en/apply/leadership-programmes/leap/

ღონისძიება გაიმართება სამშაბათს, 24 ივლისს 19:00 საათზე, ინოვაციებისა და  ტექნოლოგიების სააგენტოს შენობაში მისამართი: ქ.თბილისი, ინოვაციების ქუჩა N7 (მთაწმინდის პარკის ასასვლელი)

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი მონაწილეობა დაგვიდასტუროთ 2018 წლის 20 ივლისის 18:00 საათამდე მითითებულ ლინკზე:  დადასტურება  




Print

« იხ. ყველა სიახლე