2019-04-26
ტრენინგი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე
16 მაისს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 212 აუდიტორიაში ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის შემდეგ საკითხებზე:
I.
ურთიერთთანამშრომლობა ფრანკოფონიურ სივრცესთან;
II.
დოქტორანტურა და თანახელმძღვანელობა -საერთაშორისო სადოქტორო ქსელები;
III.
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შეფასება.
ტრენინგს გაუძღვება რუმინეთის კრაიოვას უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ქალბატონი კრისტინა ტეოდერესკუ.
ტრენინგის სამიზნე აუდიტორია: ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებით დაინტერესებული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები. ტრენინგი წარიმართება ფრანგულ ენაზე (
უზრუნველყოფილია თარგმანი ქართულ ენაზე). ტრენინგზე დამსწრეთა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისათვის გთხოვთ, მიჰყვეთ
ბმულს.
ტრენინგი დასრულდება 18.00 საათზე.
« იხ. ყველა სიახლე