2019-03-15

კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

სტიპენდიების ჩამონათვალი:

კადისის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
მიმართულებები (ინგლისურენოვანი, ესპანურენოვანი):  ჰუმანიტარული მეცნიერებები
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.uca.es/?lang=en/

რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია)
მიმართულებები (ინგლისურენოვანი, იტალიურენოვანი): სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგია, ეკონომიკა, ბიზნესი, იურიდიული, მედიცინა, განათლების მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.uniroma1.it/it/

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი უნდა გადმოგზავნონ ა/წ 26 მარტის 16 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:outgoingmobility@tsu.ge!

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე;  ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (მეილით მიღებული თანხმობა საკმარისია, ოფიციალური წერილი არ არის სავალდებულო; რომის საპიენცას უნივერსიტეტზე წინასწარი მიღების წერილის ქონა მხოლოდ სასურველია, სავალდებულო -  არა)
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; მინიმუმ 8 საათიანი სალექციო დატვირთვა; ერაზმუს+ ინსტიტუციონალური კოორდინატორის, თეა გერგედავას, ხელმოწერით და კანცელარიის ბეჭდით დამოწმებული) დანართი 1

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

დამატებითი ინფორმაცია:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით;
გასაუბრების პერიოდში (სავარაუდო თარიღი: 28 მარტი), საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 24 მარტის 11 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები.


Print

« იხ. ყველა სიახლე