2020-01-16
ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ოსლოს უნივერსიტეტში (ნორვეგია)
ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
ოსლოს უნივერსიტეტში (ნორვეგია)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პერსონალს სკანდინავიური ფილოლოგიისა და სკანდინავისტიკის მიმართულებებიდან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა
2020 წლის 23 იანვრის 16:00 საათამდე უნდა გამოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
outgoingmobility@tsu.ge
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი;
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან ნორვეგიულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
ნორვეგიული ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
წინაწარი მიღების წერილი;
ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე; ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; ერაზმუს+ ინსტიტუციური კოორდინატორის, თეა გერგედავას ხელმოწერით და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1.
სტიპენდიის სავარაუდო ხანგრძლივობა:
27 დღე (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი).
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია დაბინავებისა და კვების ხარჯების დასაფარად, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები.
დამატებითი ინფორმაცია:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით.
« იხ. ყველა სიახლე