2019-10-02

კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად ორადეას უნივერსიტეტში (რუმინეთი)

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად ორადეას უნივერსიტეტში (რუმინეთი)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აკადემიურ  პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: ევროპული კვლევები და საერთაშორისო ურთიერთობები.

მიმდინარე წლის 4-8 ნოემბერს ორადეას უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება 2 საერთაშორისო კონფერენცია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ქვემოთჩამოთვლილ სააპლიკაციო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოაგზავნონ, იმ მოხსენების აბსტრაქტი, რომელსაც წარადგენს ერთ-ერთ კონფერენციაზე:  
1. Regional Development at the Borders of the Europen Union დანართი 1
2. Power and Borders in the New World Order  დანართი 2

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
 დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
 გასაუბრება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
 სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
 პასპორტის ასლი;
 ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
 CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
 მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
 უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 ფაკულტეტის დეკანის/დეპარტამენტის უფროსის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);
 შევსებული სამუშაო გეგმა (ერაზმუს+ ინსტიტუციური კოორდინატორის - თეა გერგედავას ხელმოწერით დამოწმებული)- დანართი 3;
 მოხსენების აბსტრაქტი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 10  ოქტომბერს 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად) შემდეგ ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება 

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
10 დღე (მგზავრობის დღეების ჩათვლით; მობილობა უნდა განხორციელდეს 2019 წლის ნოემბერში)

შენიშვნა: 
 დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება;
 შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები;
 დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge.


Print

« იხ. ყველა სიახლე