2016-06-30

საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების პროექტი

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი ICMPD, პროექტი ENIGMMA იწვევს დამოუკიდებელ მკვლევარებსა და მკვლევართა ჯგუფებს (დოქტორანტებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, პოსტ-დოქტორანტებს და ა.შ) საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში, მიგრაციის პოლიტიკის ანალიზის განსახორციელებლად.

კვლევის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • იმიგრანტების ინტეგრაცია;
  • პოლიტიკის განვითარება ემიგრაციასთან მიმართებაში;
  • სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რეინტეგრაცია;
  • მიგრაცია და განვითარება საქართველოში;
  • განათლების ინტერნაციონალიზაცია;
  • ცირკულარული მიგრაციის პოტენციალი საქართველოში;
  • საზოგადოების დამოკიდებულება იმირანტებთან, ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებთან  დაკავშირებით;
  • უცხოელი მუშახელის დაქირავება საქართველოს შრომის ბაზარზე.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, მისამართზე:  enigmma@icmpd.org მიმდინარე წლის 15 ივლისამდე.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭროა შემდეგი დოკუმენტაცია:
  • ზემოაღნიშნულ  თემებზე მიმოხილვა/მონახაზი; 
  • კვლევის მეთოდოლოგია;
  • ბიბლიოგრაფია;
  • ბიოგრაფიული მონაცემები (CV);
  • პუბლიკაციების ჩამონათვალი;
  • აპლიკანტის მიერ უკვე შესრულებული ნაშრომის ნიმუში ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილია დოკუმენტში.
პროექტის ENIGMMA შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს.
Print

« იხ. ყველა სიახლე