2012-04-12

ესეების კონკურსი „ქართული ენა და ინტერნეტსივრცე“

თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი 2012 წლის 14 აპრილს აცხადებს კონკურსს საუკეთესო   ესეს  გამოსავლენად: „ქართული ენა და ინტერნეტსივრცე“. კონკურსი ეძღვნება ქართული ენის დღეს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა: 2012 წლის 14 მაისი. კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2012 წლის 26 მაისს. საკონკურსო ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს. I  ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონით“  (I – II) ; II ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება  არნ. ჩიქობავას შრომებით(I-V); III ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება  “ ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონით“ (I – II). კონკურსში გამარჯვებულთა  ნაშრომები დაიბეჭდება ჟურნალში: „ ჩვენი მწერლობა“.  
   საკონკურსო ნაშრომი გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: kartuliena2012@ice.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე