2016-02-24

თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

2016/2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა წერით ეტაპზე დარეგისტრირება იწარმოებს ელექტრონულად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა არაუგვიანეს ა/წ 29 თებერვლის 18:00 საათისა უნდა გააგზავნონ ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი და სასურველი ენა: ინგლისური, გერმანული, იტალიური ან ესპანური): languagetest@tsu.ge

ტესტირება გაიმართება 2016 წლის 2 მარტს 10:00-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).

აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!

შენიშვნა: ტესტირებაზე არ დაიშვებიან სტუდენტები, რომლებმაც უცხო ენის ტესტი დაწერეს  2015 წლის 15 ოქტომბერს და 17 ნოემბერს და გადალახეს მინიმალური ზღვარი. აღნიშნულ სტუდენტებს კონკურსებში  მონაწილეობა შემოდგომაზე ნაჩვენები შედეგით შეეძლებათ.

Print

« იხ. ყველა სიახლე