2019-02-20

ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2019

თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით 21 თებერვლიდან - 28 თებერვლის ჩათვლით ატარებს პროექტს - "ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2019". 

კონკურსის შედეგად შერჩეულ მონაწილეებს 8 დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ ლექციები და ვორქშოპები ქართველოლოგიური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებით:
  • შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა - ელგუჯა ხინთიბიძე, გაგა შურღაია.
  • უახლესი ქართული ლიტერატურა - თამარ პაიჭაძე, კახაბერ ლორია, ზაალ ჩხეიძე;
  • ქართული ენათმეცნიერება - დარეჯან თვალთვაძე;
  • საქართველოს ისტორია და არქეოლოგია - ლ. გორდეზიანი, ვ. ლიჩელი;
  • ანტიკურობის რეცეფცია ქართულ ლიტერატურაში - ზ. ხინთიბიძე;
  • ქათული ფოლკლორი და საქართველოს ეთნოგრაფია - ქ. ხუციშვილი, ე. მაკარაძე.
  • ქართველოლოგია საზღვარგარეთ - ლ. ბაშალეიშვილი, ი. კოჯიმა
  • ფილოსოფია შუა საუკუნეების საქართველოში - ლ. გიგინეიშვილი
"ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2019" - ის გახსნის ღონისძიება ჩატარდება 21 თებერვალს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსში, 220-ე აუდიტორიაში.

პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 28 თებერვალს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 202-ე აუდიტორიაში - შეჯამდება პროექტის შედეგები, გაიმართება მონაწილეთა საუკეთესო ნამუშევრების პრეზენტაცია. სეზონური სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. გამორჩეული ნაშრომების ავტორებს „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია“ დააჯილდოებს ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 202-ე აუდიტორია.


Print

« იხ. ყველა სიახლე