2013-04-12

სტუდენტური აქცია „წიგნები მსჯავრდებულებს“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ხელშეწყობით ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი აწყებს საქველმოქმედო აქციას „წიგნები    მსჯავრდებულებს“.

პროექტის ფარგლებში იგეგმება თსუ-ს სტუდენტების მიერ  შეგროვებული ნებისმიერი ხასიათის წიგნების სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების ბიბლიოთეკებისათვის გადაცემა.

წიგნების მოტანა შესაძლებელია:  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: მე-2 კორპუსი 131–ე და 132–ე ოთახი; თსუ, ბიოლოგების კორპუსი (306-ე აუდიტ.)

წიგნის შემომტანმა აუცილებლად უნდა შეავსოს მარტივი ბლანკი, სადაც მითითებულია: წიგნის შემომტანის სახელი, წიგნის სახელწოდება და ხელმოწერა. ბლანკი ქველმოქმედებაში მონაწილეს დახვდება ადგილზე.
საკონტაქტო პირები:
თამუნა ბიძინაშვილი 558555473;
ბაჩუკი კრილოვი  598459142

წიგნები შეგიძლიათ მოიტანოთა 2013 წლის 15 მაისამდე.
შეიტანე წვლილი მსჯავრდებულთა ბიბლიოთეკის განახლება–გამდიდრების საქმეში !

Print

« იხ. ყველა სიახლე