2015-03-23

კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალი "ოქროს საწმისი"

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი და თბილისის კლასიკური გიმნაზია გიწვევთ მელინა მერკურის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დღეებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალის "ოქროს საწმისი" საზეიმო გახსნაზე 25 მარტს 17:00 საათზე.

პროგრამის ფარგლებში გაიმართება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "საბერძნეთის უკანასკნელი ქალღმერთი" პრეზენტაცია და ოსკარზე ნომინირებული ცნობილი ბერძნული ფილმის  "არასოდეს კვირაღდეს"  ჩვენება (ქართულენოვანი ტიტრების თანხლებით).

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

27 მარტი 10:00 საათზე
სამეცნიერო და მოსწავლეთა კონფერენცია "ელენე არგოსელიდან მელინა მერკურიმდე"

14:00 საათზე
ოსკარზე ნომინირებული ფილმის "სტელა" ჩვენება (ქართულენოვანი ტიტრების თანხლებით)

6 აპრილი 16:00 საათზე
მოსწავლეთა ვიქტორინა ბერძნულ მითოლოგიაში

17 აპრილი 17:00 საათზე
 მოსწავლეთა თეატრალური წარმოდგენების კონკურსი

21 აპრილი 17:00 საათზე
საზეიმო დღეების დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

გახსნა გაიმართება ი. ჭავჭავაძის გამზ. N13. თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის 220 აუდიტორიაში ( II სართული )  და დახურვა-დაჯილდოვება ინსტიტუტის სააქტო დარბაზში ( IV სართული).

 

Print

« იხ. ყველა სიახლე