2015-08-07

ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტის სტიპენდიები თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2015/2016 წლის შემოდგომის სემესტრისათვის ზაარლანდის უნივერსიტეტში სამთვიანი სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატის  III, IV, V, VI, VII, სემესტრისა და მაგისტრატურის III სემესტრის სტუდენტებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა სააპლიკაციო დოკუმენტების მიღება მოხდება ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: dfronline_de@tsu.ge

კონკურსზე საბუთების ელექტრონულად მიღების საბოლო ვადაა: 2015 წლის 19 აგვისტო, 23:00 საათი

დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც PDF-ის ფორმატში უნდა გადმოიგზავნოს ელფოსტის საშუალებით:

სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალი:
CV - გერმანულ ენაზე
მოტივაციის წერილი - გერმანულ ენაზე
გერმანული ენის ცოდნის (B2 დონე) დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეკომენდაციის წერილი - ქართულ და გერმანულ ენაზე (რეკომენდატორის ხელმოწერით და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი ფაკულტეტის დეკანატიდან -  ქართულ ენაზე
ბაკალავრიატში  ან  მაგისტრატურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტის დეკანატიდან - ქართულ ენაზე 
დიპლომის და დიპლომის დანართის ასლი
პასპორტის ასლი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ირინა გამყრელიძეს, irina.gamkrelidze@tsu.ge




Print

« იხ. ყველა სიახლე