2017-03-02

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მოქმედებს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 31-ე მუხლების, უნივერსიტეტის წესდების და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების შესაბამისად (იხ.:www.tsu.ge/qa/statute.htm), ENQA-ს (European Network of Quality Assuarance – ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის) მიერ შემუშავებული დოკუმენტის “ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები ევროპის უმაღლესი განათლების სივცრეში” (იხ.:www.tsu.ge/qa/doc/QA_geo.pdf) მიხედვით.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობა 2016 წელს წარიმართა შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

I. აკადემიური საბჭოსთვის დადგენილებების პროექტების მომზადება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
II. ხარისხის უზრუნველყოფასთან, კურიკულუმების სრულყოფასთან, უნივერსიტეტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
III. საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) შიდა საუნივერსიტეტო მონიტორინგი;
IV. მივლინებები საზღვარგარეთ, მონაწილეობა ბოლონიის პროცესთან, ხარისხის უზრუნველყოფასთან, აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, ტრენინგებში;
V. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
VI. სტუდენტთა მიერ საზღვარგარეთ მოსმენილი სასწავლო კურსებისა და კრედიტების აღიარება;
VII. სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გადმოსული სტუდენტების კრედიტების აღიარება;
VIII. პასუხი შემოსულ კორესპონდენციებზე;
IX. პროგრამების აკრედიტაცია;
X. სხვა საქმიანობა.

I. აკადემიური საბჭოსთვის დადგენილებების პროექტების მომზადება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში:

2016 წელს თსუ აკადემიურ საბჭოზე წარსადგენად ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მომზადდა შემდეგი დადგენილებები:
• დადგენილება №14/2016 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №15/2016 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ;
• დადგენილება №17/2016 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №18/2016 - „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №78/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №22/2016 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №23/2016 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №24/2016 – „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №15/2016 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №37/2016 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტის ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ;
• დადგენილება №48/2016 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №60/2016 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №65/2016 - ,,საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა‘‘ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 მაისის №47/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №82/2016 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №85/2016 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №89/2016 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №90/2016 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №91/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №93/2016 - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №15/2016 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №99/2016 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №101/2016 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მასწავლებლის მომზადების“ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით სპეციალური ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ;
• დადგენილება №106/2016 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №109/2016 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №123/2016 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტის ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ;
• დადგენილება №124/2016 -,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №249 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
• დადგენილება №138/2016 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №140/2016 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №141/2016 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წლის ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ;
• დადგენილება №145/2016 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
2016 წელს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო თსუ აკადემიური საბჭოს შემდეგი დადგენილებების მომზადებაში:
• დადგენილება №40/2016 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 8 დეკემბრის №117/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №111/2016 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
• დადგენილება №143/2016 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულებების დამტკიცების შესახებ;
• დადგენილება №144/2016 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოების დებულებების დამტკიცების შესახებ.
II. ხარისხის უზრუნველყოფასთან, კურიკულუმების სრულყოფასთან, უნივერსიტეტის განვითარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება

2016 წელს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო შემდეგი დოკუმენტებისა და სამუშაო ვერსიების შემუშავებაში:

• ბრძანება №01/03 10.03.2016 - 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტური გამოკითხვის შედეგების თაობაზე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიშის დამტკიცების შესახებ;
• ბრძანება №08/01-01 27.01.2016 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე (პროფესიულ მზადებაზე) მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე;
• ბრძანება №69/01-01 28.04.2016 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “ზოგადი ინგლისური, C1 დონე” დამტკიცების შესახებ;
• ბრძანება №98/01-01 17.06.2016 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ შექმნისა და პროექტის საკოორდინაციო საბჭოს დამტკიცების თაობაზე;
• ბრძანება №111/01-01 29.06.2016 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ კურსის “ტრენინგი უმაღლესი განათლების აკადემიური პერსონალისთვის” დამტკიცების შესახებ;
• ბრძანება №191/01-01 11.01.2016 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ სამუშაო დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 27 სექტემბრის N171/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
• ბრძანება №219/01-01 12.01.2016 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ (მოდულურ) საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ;
• საუნივერსიტეტო დონეზე ხარისხის უზრუნველყოფასთან, კურიკულუმების სრულყოფასთან, უნივერსიტეტის განვითარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განხილვაში მონაწილეობა;
• საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო კურსების სილაბუსების ანოტაციების მომზადება;
• პროფესორთა სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესის პროექტთან დაკავშირებული საფაკულტეტო სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა;
• სასწავლო კურსის სილაბუსებში მითითებულ ლიტერატურასა და უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდს შორის არსებული ხარვეზების აღმოფხვრის საორგანიზაციო საქმიანობაში მონაწილეობა;
• აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსების კრიტერიუმების სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა;
• ერაზმუსის ახალი გამოცხადებისთვის პროექტების განახლებული ვერსიების მომზადებაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
Postgraduate Programmes in Public Health and Social Science (PhDPHSS);
Internationalization of doctoral training in biomedicine and health sciences in EU neighbour countries using current best practice [INTERDOC];
• ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალის სიების დაზუსტება შემოსული სილაბუსების მიხედვით, მათი ბიოგრაფიული მონაცემების, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ბოლო ათი წლის მანძილზე გამოქვეყნებული შრომების მონაცემთა ბაზის შექმნა;
• მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებული დოკუმენტების პროექტებისა და წინადადებების განხილვაში;
• სასწავლო კურსის და პედაგოგის შეფასების კითხვარების და საუკეთესო პედაგოგის გამოსავლენი კრიტერიუმების განხილვაში მონაწილეობა;
• თსუ სტრატეგიული განვითარების გეგმაზე სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა;
• თსუ დოქტორანტურის მინიმალურ სტანდარტში ცვლილებებზე სამუშაო პროცესში მონაწილეობა;
• თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში რიგი ტექნიკური ხარვეზის (საგანთა წინაპირობები, გამოცხადების სემესტრი) გასწორება და ფაკულტეტის საბჭოზე დასამტკიცებლად გატანა. ფაკულტეტის რამდენიმე პროგრამაზე ახალი სასწავლო კურსების მომზადება და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში მათი ტექნიკური ექსპერტიზა (მედიევისტიკის, არქეოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის სამაგისტრო პროგრამები, კულტურის კვლევების საბაკალავრო პროგრამა, კლასიკური ფილოლოგიის, ქართული ფილოლოგიის, გერმანული ფილოლოგიის, კავკასიოლოგიის საბაკალავრო პროგრამები და ა.შ.).
• ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების ჩამონათვალის გამრავალფეროვნება და ახალი კურსების დამატება, რომელთა შეთავაზებაც თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს შეუძლია გაცვლითი პროგრამებით ჩამოსული უცხოელი სტუდენტებისათვის;
• თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო დისციპლინების სტუდენტური შეფასებების ანალიზი თსუ აიტი დეპარტამენტიდან გამოთხოვილი მასალის დამუშავების საფუძველზე და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ფაკულტეტის პროფესურისათვის.
III. საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) შიდა საუნივერსიტეტო მონიტორინგი

• რეგულარული საკონსულტაციო შეხვედრები სტუდენტთა ჯგუფებთან, აკადემიურ პერსონალთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან უკუკავშირის მიღებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
• სტუდენტთა გამოკითხვის საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობის მიღება;
• 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტური გამოკითხვის შედეგების მასალის დამუშავება და გაანალიზება, თითოეული ლექტორისათვის ინდივიდუალურად შეფასების შედეგების გაცნობა, შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება და წარდგენა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და თსუ ხარისხის სამსახურისთვის;
• ფაკულტეტის საბჭოზე დამტკიცებული ტექნიკური ცვლილებების გათვალისწინებით პროგრამის საკვალიფიკაციო აღწერებისა და სტრუქტურების მომზადება ვებ-გვერდზე განსათავსებლად;
• სადისერტაციო საბჭოს სხდომებისთვის საკითხების მომზადებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
• ფაკულტეტის პროფესურასთან კონსულტაციების საფუძველზე ახალი დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის პროექტის მომზადება ფაკულტეტზე ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამების შექმნის შესაძლებლობის ხელშეწყობის მიზნით.
• 2016-2017 სასწავლო წლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის ანკეტა-კითხვარის მოსამზადებლად გაანალიზდა 2016 წლის ეროვნული გამოცდების შედეგები. ანალიზის საფუძველზე გარკვეული საბაკალავრო პროგრამების გამოცდებისათვის შეიცვალა კომპეტენციის ზღვარი.
• სილაბუსებში მითითებული ძირითადი სასწავლო ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ფაკულტეტის ბიბლიოთეკისათვის სავალდებულო საწავლო ლიტერატურის მოძიებისა და შეძენის მიზნით სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
• ახალ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამის შემუშაცვებაში მონაწილეობა და ხელმძღვანელობა;
• პროგრამების ხელმძღვანელებთან და პროგრამაში ჩართულ აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან თანამშრომლობით პროგრამების სრულყოფისა და სილაბუსების განახლების პროცესში მონაწილეობა;
• სილაბუსების მომზადება ელექტრონულ ბაზაში ასატვირთად;
• საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სილაბუსების განახლების პროცესში მონაწილეობა;
• საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მონიტორინგი;
• გასული სემესტრის შეფასებების ანალიზი;
• საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების განხორციელების პროცესის ორგანიზება;
• ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში განხორციელებული ცვლილებების, ახალი და გადამუშავებული სილაბუსების შეფასება, შემდგომი სრულყოფის მიზნით მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შეთავაზება, ცვლილებების შესახებ მასალის მომზადება ფაკულტეტის საბჭოსა და აკადემიურ საბჭოზე წარსადგენად;
• ეკონომიკის მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში განხორციელებული ცვლილებების, ახალი და გადამუშავებული სილაბუსების შეფასება, შემდგომი სრულყოფის მიზნით მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შეთავაზება, ცვლილებების შესახებ მასალის მომზადება ფაკულტეტის საბჭოსა და აკადემიურ საბჭოზე წარსადგენად;
• ტურიზმის მიმართულებით პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში განხორციელებული ცვლილებების, ახალი და გადამუშავებული სილაბუსების შეფასება, შემდგომი სრულყოფის მიზნით მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შეთავაზება, ცვლილებების შესახებ მასალის მომზადება ფაკულტეტის საბჭოსა და აკადემიურ საბჭოზე წარსადგენად;
• ეკონომიკის ახალი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის პროექტის შეფასება, რეკომენდაციებისა და მოსაზრებების მომზადება შემდგომი სრულყოფის მიზნით, მასალის მომზადება ფაკულტეტის საბჭოსა და აკადემიური საბჭოზე წარსადგენად.
• თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში შემოსული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოდულების შეფასება, რეკომენდაციების გადაგზავნა პროგრამების ხელმძღვანელებთან და სილაბუსების ავტორებთან მათი სრულყოფის მიზნით:
საბაკალავრო პროგრამები:
1. ეკონომიკა
მოდულები: ეკონომიკური პოლიტიკა, მენეჯერული ეკონომიკა, მაკროეკონომიკა, საერთაშორისო ეკონომიკა, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა, ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა, შრომის ეკონომიკა.
2. ბიზნესის ადმინისტრირება
მოდულები: ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები და საბანკო საქმე, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი.
3. ტურიზმი
მოდულები: ტურიზმის მენეჯმენტი, სასტუმროს და კურორტის მენეჯმენტი.
4. ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ,,ეკონომიკა“ (ISET)

სამაგისტრო პროგრამები:
1. ეკონომიკა
მოდულები: თეორიული ეკონომიკა, ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორია, საერთაშორისო ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია, მაკროეკონომიკა, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა, ბიზნესის ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა.
2. ბიზნესის ადმინისტრირება
მოდულები: ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები და საბანკო საქმე, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი.
3. ტურიზმი
4. ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ,,ეკონომიკა“ (ISET)

სადოქტორო პროგრამა: ეკონომიკა
სადოქტორო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება
კონცენტრაციები:
საბუღალტრო აღრიცხვა, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი.

პროფესიული პროგრამები: აგროლოჯისტიკის ოპერატორი მეოთხე საფეხური, აგროლოჯისტიკის ოპერატორი მეხუთე საფეხური.
მოდულური პროგრამები: სასტუმრო საქმის სპეციალისტი, შემფასებელი, პროგრამა ტუროპერატორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი, საბაჟო საქმის სპეციალისტი.
• შეხვედრები ფაკულტეტის მიმართულებების ხელმძღვანელებთან აკრედიტაციაზე წარსადგენი საგანმანათლებლო პროგრამების დასახელების დაზუსტების მიზნით;
• აკრედიტაცია/ავტორიზაციაზე წარსადგენი საგანმანათლებლო პროგრამების განხილვების ორგანიზება მიმართულებების სხდომებზე;
• თანამონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის, კვლევისა და განვითარების სამსახურების საქმიანობასა და მათ მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში;
• თანამონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში სადისერტაციო საბჭოს სხდომებისთვის საკითხების მომზადებასა და რეკომენდაციების მიცემაში.
IV. მივლინებები საზღვარგარეთ, მონაწილეობა ბოლონიის პროცესთან, ხარისხის უზრუნველყოფასთან, აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, ტრენინგებში

• გრანადას უნივერსიტეტში (ესპანეთი) ერთთვიანი სტაჟირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში, პარალელურად შეხვედრები სამედიცინო განათლების სრულყოფის საკითხებზე, ერთობლივ პროექტზე მომზადებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან და ადმინისტრაციასთან;
• ნორვეგიის განათლების საეთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელებაში და მართვაში მონაწილეობა და კოორდინაცია “Georgian-Norwegian Collaboration in Public Health” (GeNoC-PH) განხორციელებაში;
• აშშ ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტის მიერ (აშშ) დაფინანსებული პროექტის მომზადებაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
• აშშ ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტის დაფინანსების მოსაძიებლად პროექტის განახლებული ვერსიის მომზადებაში მონაწილეობა ”International Collaboration to increase Traumatic Brain Injury Surveillance in Europe - INITIatE”;
• საზოგადოებრივი ჯანდაცვის ავსტრიის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა (ნოემბერი, ავსტრია);
• ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაშო მონაწილეობა ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტში (დეკემბერი, ნორვეგია);
• მონაწილეობა ვორკშოფებსა და ტრეინინგ-სემინარებზე სწავლების მეთოდებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხების შესახებ;
• სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტი სასწავლო პროცესის გაცნობისა და მასში მონაწილეობის მიზნით;
• თსუ რექტორის 2016 წლის 25 მაისის #84/01-01 ბრძანების საფუძველზე ფაკულტეტზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის მონაწილეობით შეიქმნა თსუ-ს ABET-ის კომიტეტი საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესის ინიცირებისა და მხარდაჭერის მიზნით, რაც გათვალისწინებულია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2015 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით და აბეტის აკრედიტაციის მისაღებად ტრადიციული გზაა. თსუ-ში ჩატარდა თსუ-ს ABET-ის კომიტეტის პირველი ვორკშოფი ABET-ის ექსპერტების მონაწილეობით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა წარმოადგინა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი განათლების მოდულის თსუ-ს შესაძლო ანალოგი ფაკულტეტის პროგრამებისთვის, რომლებიც შეირჩა ABET-ის აკრედიტაციისთვის;
• 2016 წლის 21-22 ნოემბერს თსუ-ში ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ტემპუსის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთის სამეზობლო სივრცის ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაცია კულტურული და სტრუქტურული ადაპტაციების გზით (PICASA)“ (N544125-TEMPUS-1-2013-1AM-TEMPUS-SMGR) ფარგლებში ჩატარებულ მე-2 კონფერენციაში - “სწავლებისა და სწავლის ინტერნაციონალიზაცია: პოლიტიკა და პრაქტიკა” მონაწილეობა;
• სამედიცინო ფიზიკის ევროპელ ექსპერტთან შეხვედრაში მონაწილეობა.
V. საქართველოსა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
• 2016 წლის ბაკალავრიატის ანკეტა-კითხვარის მომზადება;
• 2016 წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარის მომზადება;
• სამართლის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის მომზადება;
• საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის მომზადება;
• სამართლის სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის მომზადება;
• საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის მომზადება;
• სამართლის სადოქტორო პროგრამის აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის მომზადება;
• სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში - აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის მომზადება;
• სამაგისტრო პროგრამა მიგრაციის მართვაში - აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის მომზადება;
• საჯარო მმართველობაის სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის მომზადება;
• სადოქტორო პროგრამა “ევროპისმცოდნეობაში” აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის მომზადება;
• ყოველწლიური თვითშეფასების კითხვარების მომზადება პროგრამის ხელმძღვანელებთან და ფაკულტეტების ხარისხის სამსახურებთან ერთად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარსადგენად;
• თსუ ავტორიზაციის ყოველწლიური თვითშეფასების კითხვარისათვის ცალკეული მონაცემების მომზადება;
• ფაკულტეტების აკრედიტებული სასწავლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) 2016 წლის თვითშეფასების ანგარიშების მომზადება;
• თვითშეფასების კითხვარის შევსებისას მიღებული მასალების გაანალიზება და რეკომენდაციების მომზადება;
• სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის აკრედიტაციის და მიმდინარე მდგომარეობით ფაკულტეტის აკრედიტებული სასწავლო პროგრამების კურიკულუმების და სილაბუსების პაკეტის მომზადება შედარებითი ანალიზისთვის;
• განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამების, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის თვითშეფასების ყოველწლიური კითხვარების მომზადება;
• მონაწილეობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მუშაობაში;
• თსუ-ს რანჟირებისთვის (ევროსაბჭოს უნივერსიტეტების მულტირანჟირების პროექტი-U-Multirank) ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და სტუდენტთა გამოკითხვებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
• ფაკულტეტის აკრედიტებული სასწავლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) 2016 წლის თვითშეფასების ანგარიშების მომზადება;
• ძველი კურსდამთავრებულების ახალი დიპლომის ფორმისათვის საჭირო სავალდებულო მონაცემების დადგენა და/ან მათი აკადემიური ხარისხების/კვალიფიკაციების მინიჭების ოქმებში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გასწორება;
• მონაწილეობა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების განახლების პროცესის ფარგლებში მომუშავე ჯგუფის სამუშაო ღონისძიებებში, დისკუსიებსა და შეხვედრებში.
VI. სტუდენტთა მიერ საზღვარგარეთ მოსმენილი სასწავლო კურსებისა და კრედიტების აღიარება

2016 წელს ფაკულტეტებისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მონაწილეობდა საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სტუდენტთა მიერ საზგვარგარეთ გავლილი სასწავლო კურსების აღიარების პროცედურებში; აგრეთვე Erazmus-ისა და სხვა გაცვლით პროგრამების ფარგლებში შესარჩევი სტუდენტების პირობითი კრედიტების ე. წ. წინასწარი აღიარებების პროცედურებში.

VII. სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გადმოსული სტუდენტების კრედიტების აღიარება

2016 წელს ფაკულტეტებისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მონაწილეობდა მობილობის პროცესში გადმოსული სტუდენტების თსუ-სა და სხვა უსდ საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში მოპოვებული კრედიტების აღიარების პროცედურაში:
• 2016-2017 წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა და გარე მობილობის ფარგლებში გადმოსული სტუდენტების კრედიტების აღიარება;
• თსუ ფაკულტეტებიდან მობილობის ფარგლებში გადასული სტუდენტებისთვის მათი ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში გავლილი საგნების სილაბუსებისა და ანოტაციების მომზადება;
• Erazmus+-ისა და სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებისთვის შესარჩევი სტუდენტებისთვის მათ მიერ გასავლელი სავარაუდო სასწავლო კურსების კრედიტების ე.წ. „წინასწარი“ აღიარებების მომზადება;
• გაცვლითი პროგრამის სტუდენტების ხელშეკრულებების მომზადებაში/ცვლილებებში მონაწილეობა;
• 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის და 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა და გარე მობილობის ფარგლებში გადმოსული სტუდენტების კრედიტების აღიარება;
• სან დიეგო - საქართველოს საბაკალავრო პროგრამების მობილობის ფარგლებში გადმოსული სტუდენტების კრედიტების აღიარების კომისიაში მონაწილეობა.
VIII. პასუხი კორესპონდენციებზე

2016 წელს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში ოფიციალურად შევიდა 886, ხოლო გავიდა 782 კორესპონდენცია, რომლებიც, ძირითადად, ეხებოდა ხარისხის უზრუნველყოფის აქტუალურ საკითხებს, სასწავლო პროგრამებს, სასწავლო პროცესის უკეთ ორგანიზებას, სტუდენტთა მობილობასა და კრედიტების აღიარებას, საერთაშორისო ურთიერთობებს, უცხოელი პროფესორების ვიზიტებს და სხვ.

IX. პროგრამების აკრედიტაცია


2016 წელს სააკრედიტაციოდ მომზადდა შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:
1. საბაკალავრო პროგრამა: „ეკონომიკა“ - ISET (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა);
2. სამაგისტრო პროგრამა: “წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა” (დამტკიცდა 2017 წელს);
3. სამაგისტრო პროგრამა: „იურიდიული ფსიქოლოგია“;
4. სამაგისტრო პროგრამა: "საზოგადოებრივი ჯანდაცვა"(ინგლისურენოვანი);
5. სამაგისტრო პროგრამა: „ადგილობრივი თვითმართველობა და განვითარების კვლევები“;
6. სადოქტორო პროგრამა: „ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება“ (დამტკიცდა 2016 წელს);
7. სადოქტორო პროგრამა: „ურბანისტიკა“ (დამტკიცდა 2016 წელს);
8. სადოქტორო პროგრამა: „ურბანისტიკა“ (ინგლისურენოვანი) - (დამტკიცდა 2016 წელს);
9. სადოქტორო პროგრამა: „დემოგრაფია“;
10. სადოქტორო პროგრამა: „პოზიტიური ფსიქოლოგია - ემპირიული კვლევები“;
11. სადოქტორო პროგრამა: „შედარებითი და საერთაშორისო განათლება“ (ინგლისურენოვანი).
2016 წელს აკრედიტაცია მიიღო შემდეგმა საგანმანათლებლო პროგრამებმა:
1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – „მასწავლებელი“ – 60 კრედიტი;
2. საბაკალავრო პროგრამა - „ეკონომიკა“ - ISET (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა);
3. სამაგისტრო პროგრამა: „სკანდინავისტიკა“;
4. სადოქტორო პროგრამა - „განათლების ფსიქოლოგია“;
5. სადოქტორო პროგრამა: „ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება“;
6. სადოქტორო პროგრამა: „ურბანისტიკა“;
7. სადოქტორო პროგრამა: „დემოგრაფია“.
X. სხვა საქმიანობა

იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან არსებული კურსდამთავრებულებთან და დამსაქმებლებთან ურთიერთობის ოფისის მუშაობის შესახებ:
პრიორიტეტები:
1) კურსდამთავრებულთა საინფორმაციო ბანკის შექმნა;
2) დამსაქმებლებთან კოორდინაციის გაღრმავება, კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდის ხელშეწყობა.
ა) საანგარიშო პერიოდში თსუ იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს, მუდმივ რეჟიმში, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გზით, მიეწოდათ ინფორმაცია საჯარო და კერძო დაწესებულებებში იურიდიული მიმართულებით არსებული ვაკანსიების შესახებ. კერძოდ, თსუ იურიდიული ფაკულტეტის 3000 კურსდამთავრებულს ეცნობა სტაჟირების ან არსებული ვაკანსიების თაობაზე შემდეგ დაწესებულებებში:
1. შპს ჯეოსელში გამოცხადებული კონკურსის თაობაზე;
2. სსიპ შემოსავლების სამსახურში გამოცხადებული კონკურსების თაობაზე;
3. ყვარლის სამოქალაქო რეესტრში გამოცხადებული კონკურსის შესახებ;
4. სს ფინკა ბანკში გამოცხადებული კონკურსის შესახებ;
5. სს მიკროკრედიტში გამოცხადებული კონკურსის თაობაზე;
6. სს საქართველოს ბანკში - ოთხჯერ სხვადასხვა დროს გამოცხადებული კონკურსების შესახებ;
7. საქართველოს სალიზინგო კომპანიაში გამოცხადებული კონკურსის შესახებ;
8. საინფორმაციო ცენტრ 118 09-ში გამოცხადებული კონკურსის შესახებ;
9. პსპ აფთიაქში გამოცხადებული კონკურსის შესახებ;
10. პრობლემური აქტივების მართვის სამსახურში გამოცხადებული კონკურსის შესახებ;
11. კორ სტანდარტ ბანკში გამოცხადებული კონკურსის შესახებ;
12. კომპანია კავკასტრანსექსპრესში გამოცხადებული კონკურსის შესახებ;
13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში - სამჯერ სხვადასხვა დროს გამოცხადებული კონკურსების შესახებ;
14. დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო-ში გამოცხადებული კონკურსის შესახებ;
15. სადაზღვევო კომპანია იმედი L-ში გამოცხადებული კონკურსის შესახებ;
16. სს თი ბი სი ბანკში გამოცხადებული სტაჟირების შესახებ;
17. კომპანია თელიანი ველში გამოცხადებული კონკურსის შესახებ;
18. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული კონკურსის შესახებ;
19. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში გამოცხადებული კონკურსის შესახებ;
20. კომპანია გლობალურ ტექნოლოგიებში - ორჯერ სხვადასხვა დროს გამოცხადებული კონკურსების შესახებ;
21. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამოცხადებული კონკურსის შესახებ;
22. კომპანია აუდიტ ენდ ლეგალ სერვისში გამოცხადებული სტაჟირების შესახებ;
23. კომპანია iPhone+-ში გამოცხადებული კონკურსის შესახებ;
24. კურსდამთავრებულების მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული მიმართულებით დასაქმების პერსპექტივით სტაჟირების გავლის შესახებ.
ბ) გარდა ამისა, მიმდინარე წლის 11 მაისს კურსდამთავრებულებთან და დამსაქმებლებთან ურთიერთობის ოფისის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტების დასაქმების მასშტაბურ ფორუმში. აღნიშნული ფორუმის მიზანი იყო სტუდენტების დასაქმება და კარიერული განვითარება. ფორუმში მონაწილეობდა 35-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურები. ოფისის წარმომადგენელი შეხვდა ზოგიერთი კომპანიის, ასევე ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რა დროსაც გაიმართა საუბარი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ - დამსაქმებლებთან კოორდინაციის გაღრმავებასა და კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდის ხელშეწყობის პერსპექტივებზე. კერძოდ, ფორუმზე ოფისის წარმომადგენელი შეხვდა შემდეგი ორგანიზაციებიდან წარმოდგენილ პირებს: სს ლიბერთი ბანკი, სს საქართველოს ბანკი, სს თი ბი სი ბანკი, სს ბანკი რესპუბლიკა, სადაზღვევო კომპანია იმედი L, სადაზღვევო კომპანია ირაო.
გ) მიმდინარე წელს კურსდამთავრებულთა საინფორმაციო ბანკის შექმნისა და მათთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდების მიზნით, მიმდინარეობდა მუშაობა კურსდამთავრებულთა დამატებითი მონაცემების შესაგროვებლად. მოპოვებულ იქნა კურსდამთავრებულთა ელექტრონული მისამართები, რომელთა მეშვეობით კურსდამთავრებულებს დამატებით მიეწოდებათ ინფორმაცია იურიდიული მიმართულებით საჯარო და კერძო სექტორში არსებული ვაკანსიების შესახებ.
დ) გარდა ამისა, მიმდინარე წელს მიმდინარეობდა მუშაობა თსუ ვებ-გვერდზე ოფისის სპეციალური გვერდის ამოქმედებასთან დაკავშირებით, რომლის პროექტიც უფრო დაიხვეწა (http://www.tsu.edu.ge/ge/faculties/law/alumni/home/). კერძოდ, გაკეთდა აღნიშნული გვერდის ახალი სტრუქტურა; მოპოვებულ იქნა შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც უნდა განთავსდეს მითითებულ გვერდზე. აღნიშნული პროგრამის მეშვეობით მოხდება კურსდამთავრებულთა დასაქმების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და სხვა.
ე) დამამთავრებელ კურსებზე მყოფი სტუდენტებისა და მაგისტრანტების დამსაქმებლებთან კომუნიკაციის ხელშეწყობა, დაინტერესებული მხარეების შეხვედრების ორგანიზებაში მონაწილეობა (ამ კუთხით 2017 წელს დაგეგმილია დამსაქმებლებისა და კურსდამთავრებულების შეხვედრის ორგანიზება).
• ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში მოპოვებული კრედიტების აღიარება;
• ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო ნაშრომების, პროექტის და ჯგუფური პროექტის შეფასებების საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა;
• საკრედიტო სისტემის შემოღებამდე ფაკულტეტზე გავლილი სასწავლო კურსების კრედიტების აღიარება;
• კოტუტელის ფარგლებში საზღვარგარეთ დაცული დისერტაციის შეფასების ქართულ კანონმდებლობასთან თავსებადი ეკვივალენტის დადგენა.
• ფაკულტეტის პროფესურასთან და სტუდენტებთან კონსულტაციები მიმდინარე საკითხებზე;
• საკრედიტო სისტემის შემოღებამდე პერიოდის კურსდამთავრებულების ფაკულტეტზე გავლილი სასწავლო კურსების კრედიტების დადგენა დიპლომის დანართის ახლებური წესით ხელახლა გასაცემად.
პრიორიტეტები:
1. 2016 წელს საგანმანათლებლო პროგრამების (აკადემიური/პროფესიული) შემდგომი სრულყოფა, უნივერსიტეტის რე-ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების რე-აკრედიტაციის პროცესისათვის მზადება.
2. სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფა;
3. აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშებისა და კითხვარების მომზადება;
4. პილოტირების რეჟიმში იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან არსებული კურსდამთავრებულებთან და დამსაქმებლებთან ურთიერთობის ოფისის მუშაობის ხელშეწყობა.
Print

« იხ. ყველა სიახლე