ეს ფორმა უნდა შეივსოს როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის ნებისმიერი სასწავლო კურსისათვის.
სასწავლო კურსის დასახელება | |
სასწავლო კურსის კოდი | კოდის მინიჭება სასწავლო-მეთოდური სამმართველოს ფუნქციაა |
სასწავლო კურსის სტატუსი | ვისთვის არის ეს საგანი გათვალისწინებული: ფაკულტეტი, სწავლის საფეხური (ბაკალვრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), კურსი; სავალდებულო / არჩევითი |
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა | სემესტრების რაოდენობა |
ECTS | მიუთითეთ სასწავლო კურსის კრედიტების რაოდენობა; მიუთითეთ საკონტაქტო და დამოუკიდებელ მუშაობაზე გათვალისწინებული საათების რაოდენობა |
ლექტორი | მიუთითეთ ლექტორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი (ფაკულტეტი, დეპარტამენტი), საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, e-mail). თუ სასწავლო კურსის განხორციელებაში რამოდენიმე ლექტორი/მასწავლებელია ჩართული, ეს ინფორმაცია ყველას შესახებ უნდა იქნეს მითითებული |
სასწავლო კურსის მიზანი | მოკლედ აღწერეთ კურსის ძირითადი მიზნები და ამოცანები |
სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები | მიუთითეთ, თუ რა ცოდნას უნდა ფლობდეს სტუდენტი, რომ ეს სასწავლო კურსი აითვისოს |
სასწავლო კურსის ფორმატი | ლექცია / სემინარი / პრაქტიკუმი / ლაბორატორიული სამუშაო და ა.შ. |
სასწავლო კურსის შინაარსი | ჩამოთვალეთ ლექციების / სემინარების თემები შესაბამისი ლიტერატურის მითითებით |
შეფასება | მიუთითეთ შეფასების ფორმები: კოლოქვიუმი, წერითი (ზეპირი) გამოკითხვა, პრეზენტაცია და ა.შ. მიუთითეთ კრიტერიუმები შეფასების ყოველი კონკრეტული ფორმისათვის. ცხრილის სახით მიუთითეთ საბოლოო შეფასებისათვის თითოეული ამ ასპექტის ხვედრითი წილი. მაგ.: |
დასწრება – 10% | |
კოლოქვიუმში მონაწილეობა 30% | |
პრეზენტაცია სემინარზე 30% | |
საბოლოო გამოცდა 30% | |
საბოლოო შეფასება1 100% | |
სავალდებულო ლიტერატურა | მიუთითეთ ძირითადი სახელმძღვანელო(ები) ან კონსპექტი, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს სწავლება |
დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა | მიუთითეთ ყველა ის წიგნი, სამეცნიერო სტატია, ვებ-გვერდი და სხვა სასწავლო მასალა, რომელსაც იყენებთ სწავლებისას |
სწავლის შედეგი | მიუთითეთ, რა ცოდნასა და უნარებს შეიძენს სტუდენტი ამ სასწავლო კურსის გავლის შემდეგ |
1.ეს მხოლოდ მაგალითია. შეფასების პროცენტული განაწილება ყოველი სასწავლო კურსისათვის ინდივიდუალურად უნდა იქნეს მოცემული კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით.