დადგენილება №6/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 5 ივლისის №167/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 6 სექტემბრის №104/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №88/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 4 ივნისის №100/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 22 ივნისის №54/2020 დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №23/2020 - ინესა მერაბიშვილისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

დადგენილება №23/2020
2 მარტი, 2020

ინესა მერაბიშვილისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის წარდგინებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 2 მარტის №3 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს ინესა მერაბიშვილს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

2. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

გამოქვეყნების თარიღი:2020-03-09 16:59:06