დადგენილება №6/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 5 ივლისის №167/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 6 სექტემბრის №104/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №88/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 4 ივნისის №100/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 22 ივნისის №54/2020 დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება № 33/2020 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 5 მარტის №22/2014 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

დადგენილება № 33/2020
30 აპრილი, 2020

“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურების  დამტკიცების თაობაზე” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 5 მარტის №22/2014 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  2020 წლის 27 აპრილის №5734/27 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 30 აპრილის №8 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურების  დამტკიცების თაობაზე” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 5 მარტის №22/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

,, მუხლი 71. არჩევნების ჩატარების ალტერნატიული პროცედურები

1. ქვეყანაში საგანგებო, საომარი ან ისეთი მდგომარეობის არსებობისას, რომელიც ზღუდავს ფიზიკურ პირთა გადაადგილებას, შეკრებას და შესაბამისად წინამდებარე საარჩევნო პროცედურით გათვალისწინებული დებულებების შესრულების უზრუნველყოფას, დეკანის საარჩევნო პროცედურა ფაკულტეტის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამების გამოყენებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუცილებლობის არსებობისას და ფაკულტეტის საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:
ა) ფაკულტეტის საბჭოს სხდომა ტარდება დისტანციურად, კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით;
ბ) მე-2 მუხლით გათვალისწინებული განცხადებისა და განცხადების დანართების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ფაკულტეტის საბჭოს მიერ განსაზღვრულ შესაბამის ელ. საფოსტო მისამართზე, ფაკულტეტის საბჭოს მიერ განსაზღვრული ფორმატით (წარმოდგენას არ ექვემდებარება მე-2 მუხლის მე-2 პუნტის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი);
გ) კენჭისყრის პროცედურა ტარდება მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-4 და მე-5 მუხლების, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-7 მუხლის 1-ელი - მე-3 პუნქტების დებულებების გათვალისწინების გარეშე, თსუ-ს მიერ შემუშავებული ხმის მიცემის ონლაინ პლატფორმის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს ხმის მიმცემის სრულფასოვან იდენტიფიკაციას (მათ შორის პირადობის მოწმობის წარდგენით) და ხმის მიცემის სრულ ფარულობას;
დ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემაჯამებელი ოქმი საარჩევნო კომისიის მიერ ივსება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
დ.ა) ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიის მიხედვით;
დ.ბ) კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;
დ.გ) შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით მიღებული ხმების რაოდენობა;
დ.დ) შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით მიღებული ისეთი ხმების რაოდენობა, სადაც გაურკვეველია ხმის მიმცემის არჩევანი ან დადებითი ხმა მიცემულია ერთზე მეტ კანდიდატზე - ბათილი ხმა;
დ.ე) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;
დ.ვ) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა.“;

ბ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. არჩევნების შედეგების გამოცხადება

ფაკულტეტის საბჭოს იმავე სხდომაზე კენჭისყრის შედეგების გამოვლენის შემდეგ საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე აცხადებს არჩევნების შედეგებს. არჩევნების შედეგები ცხადდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე, ფაკულტეტის განყოფილებაში.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

გამოქვეყნების თარიღი:2020-04-30 15:18:57