დადგენილება №6/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 5 ივლისის №167/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 6 სექტემბრის №104/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №88/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 4 ივნისის №100/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 22 ივნისის №54/2020 დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №72/2020 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

დადგენილება №72/2020
30 ივლისი, 2020


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 26 მაისის №91/01-01 და №92/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების  (აკადემიური საბჭოს 2020 წლის 22 ივნისის №52/2020 დადგენილება) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 22.07.2020, №10214/10-02; 22.07.2020, №10195/10-02; 22.07.2020, №10237/10-02; 22.07.2020, №10431/10-02; 23.07.2020, №10250/10-02; 27.07.2020, №10392/10-02) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 30 ივლისის №15 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

ა) დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი:

ა.ა) გერმანული ფილოლოგიის კათედრა (გერმანული ენა და თარგმანი):

ალექსანდრე კარტოზია - პროფესორი;

ა.ბ) გერმანული ფილოლოგიის კათედრა (გერმანული ლიტერატურა):

თამარ ჭუმბურიძე - ასისტენტ-პროფესორი;

ა.გ) ინგლისური ფილოლოგიის კათედრა (ინგლისური ენა):

ა.გ.ა) ირინე დემეტრაძე - ასისტენტ-პროფესორი;
ა.გ.ბ) მაია გურგენიძე - ასისტენტ-პროფესორი;

ა.დ) რომანული ფილოლოგიის კათედრა (ფრანგული ლიტერატურა):

ნინო ქავთარაძე - ასისტენტ-პროფესორი;

ა.ე) რომანული ფილოლოგიის კათედრა (ესპანური ფილოლოგია):

ნინო ჭრიკიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;

ბ) ამერიკისმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი:

მიხეილ ბარნოვი - ასისტენტ-პროფესორი;

გ) არქეოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი:

კონსტანტინე ფიცხელაური - ასისტენტ-პროფესორი;

დ) აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი:

დ.ა) არაბისტიკის კათედრა:

ნინო დოლიძე - ასისტენტ-პროფესორი;

დ.ბ) თურქოლოგიის კათედრა:

მზისა ბუსკივაძე - ასისტენტ-პროფესორი;

ე) ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი:

ე.ა) ტელე-კინო ხელოვნების კათედრა:

ლელა წიფურია - ასისტენტ-პროფესორი;

ე.ბ) სახვითი ხელოვნების კათედრა:

ვლადიმერ ასათიანი - ასისტენტ-პროფესორი;

ვ) კულტურის კვლევების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის კულტურის კვლევების კათედრა:

ვ.ა) ირაკლი ჩხაიძე - ასისტენტ-პროფესორი;
ვ.ბ) მაია ქვრივიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;

ზ) მსოფლიო ისტორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი: 

ზ.ა) შუა საუკუნეების ისტორიის კათედრა:

თეა ქარჩავა - ასისტენტ-პროფესორი;

ზ.ბ) ახალი და უახლესი ისტორიის კათედრა:

ზაალ გოგენია - ასისტენტ-პროფესორი;

თ) ფილოსოფიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ესთეტიკის და კულტურის ფილოსოფიის კათედრა:

ნანა გულიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;

ი) ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი: 

თეო ჯალაღანია - ასისტენტ-პროფესორი.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



პროფესორი  რამაზ ქურდაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემიური საბჭოს წევრი
გამოქვეყნების თარიღი:2020-08-04 13:49:25