დადგენილება №6/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 5 ივლისის №167/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 6 სექტემბრის №104/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №88/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 4 ივნისის №100/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 22 ივნისის №54/2020 დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №84/2020 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ივლისის №59/2020 დადგენილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

დადგენილება №84/2020
11 სექტემბერი, 2020


„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ივლისის №59/2020 დადგენილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 3 ივლისის №123/01-01, №124/01-01 და №125/01-01  ბრძანებების, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2020 წლის პირველი სექტემბრის №13157/28 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 11 სექტემბრის №17 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ივლისის №59/2020 დადგენილებაში და მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მარიამ ბერიაშვილი - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი;“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
გამოქვეყნების თარიღი:2020-09-15 13:54:46